"ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას ჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე - კვირის პალიტრა

"ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას ჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შვილის ნიშნობა საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა, საზოგადოების დიდ ნაწილს ბერა ივანიშვილის რჩეულის შესახებ ყველა დეტალი აინტერესებს.

როგორც ჟურნალი "თბილისელები" წერს, წყვილის სასიყვარულო ურთიერთობა ახლახან დაიწყო და ნიშნობით დასრულდა. სულ მალე კი ბერა და ნანუკა გუდავაძე ქორწილის გადახდასაც გეგმავენ.

მოდელი გამოცემასთან სამომავლო გეგმებზე საუბრისგან თავს იკავებს, არც მამამისისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ ამბობს რამეს.

"ვხვდები, რომ საზოგადოება დაინტერესებულია ჩვენი ამბით, მაგრამ არაფრის გასაჯაროება არ მინდა," - ამბობს გუდავაძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ნანუკა ამბობს, რომ ქორწილი "ალბათ მალე იქნება", თუმცა არც ამის შესახებ სურს საუბარი.

ნანუკა გუდავაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. "თბილისელები" ნანუკას ყოფილ თანაკურსელსაც დაუკავშირდა. მოდელის ჯგუფელი, თორნიკე ამბობს, რომ გუდავაძეს ყოველთვის ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა ის ის "ზედ არავის უყურებდა" :

"ნანუკა არასოდეს ჰყვებოდა ოჯახის ამბებს. ლექციების შესვენების დროს, ერთ თანაკურსელ ბიჭთან ჩამოდგებოდა და საუბრობდა. თავად კარგად სწავლობდა და ის ბიჭიც საკმაოდ ნიჭიერი და განათლებული იყო. ერთად განიხილავდნენ ლექციების ამბებს. რაიონებიდან და სოფლიდან ჩამოსულ სტუდენტ ჯგუფელებთან კონტაქტი არ ჰქონდა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "გილოცავ ძმა!" - როგორ ულოცავს კახა კალაძე ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას