ბიძინა ივანიშვილის სარძლო პრინც ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლის მიამსგავსეს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის სარძლო პრინც ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლის მიამსგავსეს

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის დანიშვნის შესახებ, საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ მის მშვენიერ საცოლეს, ნანუკა გუდავაძეს.

წყვილის ნიშნობის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს გავრცელდა, ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილმა თავად დაწერა და საცოლესთან ერთად გადაღებული ფოტოც დაურთო. მომხიბვლელი მოდელი ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

სოციალურ ქსელში გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ნანუკა გუდავაძე ძალიან ჰგავს პრინც ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს. გთავაზობთ ნანუკასა და მეგანის რამდენიმე ფოტოს, თავად გადაწყვიტეთ რამდენად ჰგავს ეს ორი ახალგაზრდა ქალბატონი ერთმანეთს...

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ნანუკა ყველა ბიჭს მოსწონდა, მაგრამ ზედაც არავის უყურებდა..." - რას ჰყვებიან ბიძინა ივანიშვილის სარძლოზე