"განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ" - ძველი თბილისის მოვაჭრეები - კვირის პალიტრა

"განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ" - ძველი თბილისის მოვაჭრეები

საუკუნეების განმავლობაში თბილისი როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ძველ თბილისში ნახავდით გრძელ სავაჭრო რიგებს და უამრავ მოვაჭრეს. მათ შორის იყვნენ ხელოსან-ვაჭრები, მენახშირეები, თულუხჩები, სირაჯები, თევზის გამყიდველები, მეკურტნეები და სხვები.

"აქლემებისა და ცხენების განუწყვეტელი შემოსვლა ქალაქში და მათი აქედან გასვლა... სხვადასხვა შორეულ ქვეყნებიდან შემოსული საქონლის ტრანსპორტი - ყოველივე ეს განსაკუთრებულ იერს აძლევს და სიცოცხლით ავსებს ამ თავისებურ სასტუმროებს (ქარვასლებს), სადაც ესოდენ განსხვავებული ენებისა და ქვეყნების ვაჭრები, თითქოს ერთ რაღაც თემში გაერთიანებულნი ცხოვრობენ... სამივე ქარვასლა შუა ბაზარშია განლაგებული. ბაზარი მრავალ ქუჩად და მოედნად იყოფა და მუდამ სავსეა მოსეირნეებით. მანუფაქტურული მრეწველობის თითოეულ დარგს ბაზარში ცალკე უბანი აქვს მიჩენილი...", - წერდა თავის ნაშრომში თბილისში საფრანგეთის კონსული ჟაკ ფრანსუა გამბა.

გთავაზობთ ძველი თბილისის მოვაჭრეების ფოტოებს, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივიდან არის აღებული.

იხილეთ ფოტოგალერეა