"მამა სუმეიეს "ჩემ ქურციკს" ეძახის" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ერდოღანის ქალიშვილები
"მამა სუმეიეს "ჩემ ქურციკს" ეძახის" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ერდოღანის ქალიშვილები
ფოტო:ესრა და სუმეიე ერდოღანები და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
მსოფლიო საზოგადოება კარგად იცნობს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის სკანდალურ განცხადებებს, თუმცა ნაკლებად ცნობილები არიან მისი ქალიშვილები. თურქეთის პირველ პირს ოთხი შვილი ჰყავს - ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი.


ვინ არიან და რას საქმიანობენ ერდოღანის ქალიშვილები?
თურქეთის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი ესრა ერდოღანია, რომელიც უმცროსი დისგან განსხვავებით, საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება და ნაკლებად აქტიურია. 35 წლის ესრაზე მედიაში ნაკლებს წერენ.

პრეზიდენტის ქალიშვილი 2004 წელს თურქ ბიზნესმენსა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი
რესურსების ყოფილ მინისტრს, ბერატ ალბაირაკს გაჰყვა ცოლად. წყვილს სამი შვილი ჰყავს: აჰმეთი, ემინე და სადიკი. ესრა ძირითადად საოჯახო საქმეებითაა დაკავებული, თუმცა შიგადაშიგ ოჯახთან ერთად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე.

უფროსი დისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული 31 წლის სუმეიე ერდოღანი. ოთხი და-ძმიდან ყველაზე პატარა ერდოღანის საყვარელი
შვილია.

"მამა სუმეიეს "ჩემ ქურციკს" ეძახის, თურქეთში ასე მიმართავენ ადამიანს, რომელიც არის ლამაზი და უძვირფასესი", - ამბობს ბი-ბი-სი-სთან თურქი კორესპონდენტი.
ესრა და სუმეიე ერდოღანები
სუმეიემ განათლება აშშ-სა და ბრიტანეთში მიიღო, პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი მამის მრჩეველი იყო მაშინ, როდესაც ერდოღანი იუსტიციისა და განვითარების პარტიას ხელმძღვანელობდა. სუმეიე მამას დიპლომატიური მოგზაურობის დროს მუდამ თან ახლდა.

2015 წელს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუმეიე შესაძლოა პარლამენტის დეპუტატი გამხდარიყო, თუმცა მოგვიანებით ინფორმაცია უარყვეს.

ის აქტიურად თანამშრომლობს თურქეთში ქალთა უფლებების დამცველ ადვოკატთა ჯგუფთან.

სუმეიე მამისა და მისი ხელისუფლების გულმხურვალე მხარდამჭერია.

2016 წელს მედია სუმეიეს გრანდიოზულ ქორწილზე ალაპარაკდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი სელჩუკ ბაირახტარია, რომელიც საავიაციო სფეროში მოღვაწეობს. წყვილის ქორწილში 6000 სტუმარს შორის ქვეყნის მაღალჩინოსნებიც იყვნენ, მათ შორის სხვა ქვეყნების პოლიტიკოსებიც.
სუმეიე ერდოღანის ქორწილი
რამდენიმე თვის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თურქი სტუდენტები, რომელნიც დასავლეთში სწავლობენ, სამშობლოში "მოხალისე ჯაშუშებად" ბრუნდებიან.

"ის ახალგაზრდები, რომლებიც დასავლეთშა განათლების მისაღებად იყვნენ წასულები, თან დასავლეთის კულტურა ჩამოიტანეს, დაკარგეს თავინათი იდენტობა. მათ ვისაც სამშობლო ელოდა, რათა ისინი დახმარებოდნენ ქვეყანას პრობლემების მოგვარებაში, დაბრუნდენ როგორც დასავლეთის მოხალისე ჯაშუშები", - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი ამ განცხადების გამო მედიაში მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან მისმა სამმა შვილმა განათლება სწორედ დასავლეთში მიიღო. ესრა და ბილალ ერდოღანებმა ინდიანას უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური დაამთავრეს, მისმა საყვარელმა ქალიშვილმა სუმეიემ კი მაგისტრის ხარისხი იმავე უნივერისტეტის საჯარო და გარემოსდაცვითი საკითხების სკოლაში მიიღო.


იხილეთ ასევე: "ჩემ სახლში მე ვარ ბატონი" - "თურქი სულთანის" გზა საზამთროს გაყიდვიდან პრეზიდენტობამდე

(სპეციალურად საიტისთვის)

მანუკა
28 ოქტომბერი 2018 23:41
შეადარე ეხლა ესენი აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილებს ....
ტარიელი
11 ოქტომბერი 2018 10:25
სტუდენტებთან დაკავშირებით, ვეთანხმები! დარწმუნებული ვარ, სტუდენტის "ვრბოვკას"2-3 დღეზე მეტი არ უნდა....მერე კი გამოიყენე როგორც გინდა! ასე უნდა ფიქრობდეს პრეზიდენტი რომელსაც თავის ქვეყანაზე და ნაციაზე გული შესკივა!
max
11 ოქტომბერი 2018 08:27
რამდენი წელია მაგას ვიძახი მეც "ის ახალგაზრდები, რომლებიც დასავლეთშა განათლების მისაღებად იყვნენ წასულები, თან დასავლეთის კულტურა ჩამოიტანეს, დაკარგეს თავინათი იდენტობა. მათ ვისაც სამშობლო ელოდა, რათა ისინი დახმარებოდნენ ქვეყანას პრობლემების მოგვარებაში, დაბრუნდენ როგორც დასავლეთის მოხალისე ჯაშუშები", ერდოღანი ეხლა მიხვდა?))))))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები