მორიგი სამეფო ქორწილი ბრიტანეთში - როგორ გამოიყურებოდნენ ქეითი და მეგანი? - კვირის პალიტრა

მორიგი სამეფო ქორწილი ბრიტანეთში - როგორ გამოიყურებოდნენ ქეითი და მეგანი?

ბრიტანეთში მორიგი სამეფო ქორწილი გაიმართა. დედოფალ ელისაბედის შვილიშვილი, პრინცესა ეუხენია ცოლად გაჰყვა ჯეკ ბრუკსბენკს, ცერემონია უინძორში გაიმართა. პრინცესა საკურთხეველთან მამამ, იორკის ჰერცოგმა მიიყვანა.

ქორწილს ესწრებოდა დედოფალი ელისაბედი, ასევე მისი შვილიშვილები, უილიამი ცოლთან, ქეით მიდლტონთან ერთად და პრინცი ჰარი მეუღლესთან, მეგან მარკლთან ერთად. ცერემონიაზე მიწვეული იყო ქეითის ორსული და, პიპა მიდლტონი მეუღლესთან ერთად.

სამეფო ოჯახის წევრების გარდა ქორწილს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ნაომი კემბელი, ლივ ტაილერი, დემი მური, რობი უილიამსი და სხვები.

იხილეთ ვიდეო