"არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე" - ლალი მოროშკინა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ტოვებს? - კვირის პალიტრა

"არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე" - ლალი მოროშკინა "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ტოვებს?

"იმედის" პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილემ, ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ გუშინდელი პირდაპირი ეთერის შემდეგ "ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა:

"მე ჩავიფსი"- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს - მე აღარ ვარ მე!

როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით, და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე, მე არ ვარ!!!

როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები - მე, მე აღარ ვარ!

როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ - ვინ ვარ მე?

*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე - დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!

* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!

* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

ყველას დიდი მადლობა და

ნახვამდის!

P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი