"ძალიან ლამაზი გოგოა ბერას რჩეული, კარგი ოჯახიშვილი!"
16-10-2018
"ძალიან ლამაზი გოგოა ბერას რჩეული, კარგი ოჯახიშვილი!"
"ბიძინა ივანიშვილის ოჯახზე ვიტყოდი, რომელსაც მე არ ვაიგივებ პოლიტიკასთან! ეს დიდი ქველმოქმედი ოჯახია და არავინ იცის რამდენ სიკეთეს აკეთებს მარტო ეკა! ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც ჩემი ქვეყნისთვის აკეთებენ! რაც ვიცით, ვიცით, რაც არ ვიცით, ეს კიდევ სხვაა... ასეთ ადამიანებს ნებისმიერ ქვეყანაში დიდი პატივით მოიხსენიებენ. ამას რომ მივხვდეთ, როგორც ჩანს, ცოტა კიდევ უნდა გავიზარდოთ!" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ახლობელი ეკა ჭიჭინაძე.

ამონარიდი სტატიიდან:

-
ბერას საცოლე გაიცანით, სად გეგმავენ ქორწილს?

- თითქმის ერთი თვეა ამერიკაში ვარ და მარტო მილოცვა მოვახერხე, ქორწილი არ გამომაპაროთ-მეთქი, - ეკას ვუთხარი... ჯერ არ იციან ქორწილს სად გადაიხდიან.
ძალიან ლამაზი გოგოა ბერას რჩეული, კარგი ოჯახიშვილი! ბერა კი არაჩვეულებრივი ბიჭია, კარგი, ნიჭიერი, იუმორის საუკეთესო გრძნობით... მთელი
ოჯახი ბედნიერია ამ სიახლით. იხილეთ ინტერვიუ სრულად


ელგუჯა
23 ოქტომბერი 2018 01:00
ღმერთმა აბედნიეროს საქართველოსთან ერთად.
მედეა
22 ოქტომბერი 2018 15:49
ვუსურვებ დიდხან სიცოცხლეს ბატ ბიცინას
...
22 ოქტომბერი 2018 14:35
ბატონო ბიძინა ცოტა ქვეყანას მიხედეთ

რედაქტორის რჩევით