"მკერდის გათანაბრება" - კვირის პალიტრა

"მკერდის გათანაბრება"

ამერიკაში მამაკაცისა და ქალის მკერდის "გათანაბრებას" ცდილობენ. 22 აგვისტოს, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აქციაზე - National Go Topless Day, "წელამდე

გაშიშვლების" აქტივისტები შეიკრიბნენ. მიზანი - მამაკაცთა და ქალთა "თანასწორუფლებიანობაა".

ისინი აღშფოთებას გამოხატავენ, რომ საზოგადოებაში მამაკაცის ტორსის გამოჩენა არ "ისჯება", ქალისა კი უზნეობად ითვლება. თუმცა, "პროგრესი" სახეზეა - 1992 წლამდე ასე გაშიშვლებულ ქალებს კანონით აქციაზევე დააკავებდნენ... ექსჰიბიციონიზმისთვის!