"ჭიაკოკონა" ცდომილი სულებისთვის - კვირის პალიტრა

"ჭიაკოკონა" ცდომილი სულებისთვის

ტაივანსა და ჩინეთში მთვარის კალენდრის მეშვიდე თვის პირველ დღეს "ცდომილი სულების" დღესასწაული აღინიშნება. ჩინელთა რწმენით, ამ დღეს ჯოჯოხეთიდან

მიწაზე გარდაცვლილთა სულები 15 დღით ბრუნდებიან. სულებისთვის დედამიწაზე "გზის გასანათებლად" საზეიმოდ გამოწყობილ ჩინელებს მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე ნაირფრად გაფორმებული ქაღალდის სახლები გამოაქვთ, რომლებიც ხშირად ყალბი ფულითაა სავსე, მერე ყველაფერს ცეცხლს უკიდებენ და აუცილებლად ბოლომდე წვავენ ან ძირავენ.