"მის სამყარო" - ხიმენე ნავარეტე - კვირის პალიტრა

"მის სამყარო" - ხიმენე ნავარეტე

23 აგვისტოს ლას-ვეგასში კონკურსმა "მის სამყარო-2010"  გამარჯვებული გამოავლინა. მასში სულ 80 გოგონა მონაწილეობდა. ისინი სცენაზე წარდგნენ ეროვნული

სამოსით, საღამოს კაბებითა და საცურაო კოსტიუმებით, უპასუხეს ჟიურის "ჩამჭრელ" კითხვებსაც.

გამარჯვებულად მექსიკელი ხიმენე ნავარეტე გამოცხადდა, პირველი, მეორე და მესამე "ვიცე-მის სამყარო" შესაბამისად გახდნენ იამაიკელი იენდი ფილიპსი, ავსტრალიელი ჯესინტა კემპბელი და უკრაინელი ანა პოსლავსკაია. ჯესინტა, ამას გარდა, "მის კონგენიალობაც" გახდა. "მის ფოტოგენურობის" ტიტული კი ტაილანდელ ფონტიპ ვაჩარატრაკულის ერგო.