"პიცათყლაპია" - კვირის პალიტრა

"პიცათყლაპია"

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ ბარის პიცერია ში პიცა  Queen Pie-ის სწრაფად გადასანსვლის კონკურსი ჩატარდა. ფინალში იაპონელმა ტაკერუ კობაიასიმ

კანადელი პიტ სჟერვინსკი დაამარცხა და პრიზად 1.500 დოლარი, წლის მანძილზე ყოველდღიურად უფასო პიცა და პიცერიასთან ავტომობილის უფასოდ დაყენების უფლება მიიღო. შეჯიბრებისას თითო პიცა, რომლის წონა 450 გრამია, 4-ად იყო გაჭრილი. იაპონელმა საბოლოოდ 40 ნაჭერი (ანუ 10 პიცა) შეჭამა, კანადელი კი მხოლოდ 29 ნაჭერს მოერია.