"დიეტას არასოდეს ვიცავ" - როგორ უვლის თავს ბაგრატიონების რძალი? - კვირის პალიტრა

"დიეტას არასოდეს ვიცავ" - როგორ უვლის თავს ბაგრატიონების რძალი?

რამდენიმე თვის წინ, ესპანეთში მცხოვრებმა ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელმა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა და მისმა რჩეულმა, ცნობილმა მოდელმა, ქრისტინე ძიძიგურმა ჯვარი დაიწერეს და ახლა ის უკვე ქრისტინე ბაგრატიონია.

მშვენიერი ქრისტინე შესაშურ ფორმაშია. როგორც თავად ამბობს, ცდილობს საკუთარ გარეგნობას ყოველდღე დაუთმოს დრო, რათა სულ ფორმაში იყო.

- ჩემი სილამაზის საიდულო რეცეპტს გაგანდობთ (იღიმის): ყოველთვის ვიყენებ ბუნებრივ კოსმეტიკურ პროდუქციას, ვიკვებები ჯანსაღად და ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად შევეხო ქიმიურ ნივთიერებებს.

- რამდენად მნიშვნელოვანია ვარჯიში იმისთვის, რომ სასურველ ფორმაში იყო?

- გარდა კარგ ფორმაში ყოფნისა, ვარჯიშს კიდევ სხვა, უამრავი პლუსი აქვს. პირველ რიგში, დავასახელებ სტრესიდან გათავისუფლებას, ახალგაზრდობის შენარჩუნება. ვარჯიშზე ამბობენ, რომ გონებას აახლებს და აზროვნებაში გვეხმარება. საერთოდ, ინტენსიურად ვვარჯიშობ, მაგრამ გამოგიტყდებით და, ბოლო პერიოდში, მოგზაურობების გამო, რეჟიმი ცოტა არ იყოს, დამერღვა. თუმცა, დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით მაინც, სირბილისთვის დროს ყოველთვის ვპოულობ.

- ხშირად გიწევს დიეტაზე ყოფნა?

- დიეტას არასოდეს ვიცავ. როგორც ევროპაში ამბობენ, - მთავარია პროფესიული ცხოვრების სტილი! უკვე აღვნიშნე, რომ უპირატესობას ვანიჭებ ჯანსაღ პროდუქციას. ხილი და ბოსტნეული ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საკვებია. ჯანსაღი ცხოვრების წესი უკვე გონებაშიც გამიჯდა და ჩემი მოთხოვნილება გახდა. შესაბამისად, არასდროს მჭირდება დიეტა.

- სილამაზის სალონებში ხშირად დადიხარ თუ ცდილობ, თავი დამოუკიდებლად მოიწესრიგო?

- სილამაზის სალონი ჩემთვის საკმაოდ კომფორტული ადგილია. დიახ, სალონებში ხშირად დავდივარ. თუმცა, საკუთარი თავის მოწესრიგება დამოუკიდებლადაც შემიძლია.

ჟურნალი "გზა"