ვერტმფრენით მისული ნეფე-დედოფალი და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილი კაჭრეთში
ვერტმფრენით მისული ნეფე-დედოფალი და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილი კაჭრეთში
სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სა­არ­ჩევ­ნო ციებ-ცხე­ლე­ბა­შია ჩარ­თუ­ლი, მი­ლი­ო­ნერ­მა ბუბა ქე­ბუ­რი­ამ გა­და­წყვი­ტა და სა­კუ­თარ ვაჟს, თოშა ქე­ბუ­რი­ას კაჭ­რეთ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­უ­ხა­და. ბუბა ქე­ბუ­რი­ას ვაჟ­მა ულა­მა­ზეს ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორ­წი­ნა და წყვილს ერთი თვის ქა­ლიშ­ვი­ლი კა­ტე­რი­ნაც ჰყავთ, მაგ­რამ ქორ­წი­ლის გა­დახ­და დღემ­დე ვერ შეძ­ლეს.

ქე­თის და თო­შას ქორ­წი­ლის­თვის სტუმ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, მათ შო­რის ამე­რი­კი­დან, რუ­სე­თი­დან და საფ­რან­გე­თი­დან.

პა­ტარ­ძალს ქორ­წილ­ში ულა­მა­ზე­სი კაბა ეცვა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის შექ­მნა "ელ სა­ა­ბის"
მო­დის სახ­ლმა. ქეთი პრეს­ტი­ჟულ მო­დის სახ­ლს ერთი წლის წინ ეწ­ვია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც კა­ბის შე­კერ­ვა აქამ­დე ვერ დას­რულ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ძეს, ის სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში კლა­სი­კუ­რად შე­მო­სი­ლი იყო. წყვილ­მა ჯვა­რი სვე­ტი­ცხო­ველ­ში და­ი­წე­რა, სა­ი­და­ნაც ვერ­ტმფრე­ნით კაჭ­რეთ­ში ჩაფ­რინ­დნენ.

თოშა ქე­ბუ­რი­ას მა­მის კუთ­ვნი­ლი სას­ტუმ­როს ეზო ულა­მა­ზე­სად იყო მო­წყო­ბი­ლი, მწვა­ნე მდე­ლო­ზე
ყვა­ვი­ლე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. პა­ტარ­ძა­ლი სი­ძეს­თან მა­მამ მი­იყ­ვა­ნა.

ქორ­წილს ორი წამ­ყვა­ნი ჰყავ­და, ერთ-ერთი გახ­ლდათ მომ­ღე­რა­ლი ზურა მან­ჯა­ვი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ალს ქარ­თულ-რუ­სუ­ლად უძღვე­ბო­და.

მას შემ­დეგ რაც წყვი­ლი კაჭ­რეთ­ში ვერ­ტმფრე­ნით და­ეშ­ვა და ხელი მო­ა­წე­რეს, ცაში აფ­რინ­დნენ თეთ­რი მტრე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის შე­ი­ძი­ნეს.

წყვილ­მა ტრა­დი­ცი­ებს ცეკ­ვის დროს უღა­ლა­ტა და ქარ­თუ­ლის ნაც­ვლად თა­ნა­მედ­რო­ვე ნო­მე­რი დად­გეს. მათ ჯე­იმს ბრა­უ­ნის სიმ­ღე­რა­ზე იცეკ­ვეს. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

magnolia
06 ნოემბერი 2018 12:31
რა ხანმოკლე იყო ჩემი აღტაცება, ვიფიქრე ქველმოქმედი გამოჩნდათქო :)))))) ყველაფერი კარგად იქნება, გაიხარეთ და გამრავლდით!!!
ზურა
05 ნოემბერი 2018 12:58
ერთი წელი ვერტმფრენის დასაქირავებელ ფულს აგროვებდნენ.
magnolia
31 ოქტომბერი 2018 15:16
გთხოვთ არ წაშალოთ ადამიანი იბანს მთხოვს და რატომ არ გამომიქვეყნეთ?!!! GE32BG0000000100829309, იქნებ და ჩემს ქუჩაზეც მოვიდა გაზაფხული

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები