ვერტმფრენით მისული ნეფე-დედოფალი და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილი კაჭრეთში - კვირის პალიტრა

ვერტმფრენით მისული ნეფე-დედოფალი და სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან - ქართველი მილიონერის გრანდიოზული ქორწილი კაჭრეთში

სანამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საარჩევნო ციებ-ცხელებაშია ჩართული, მილიონერმა ბუბა ქებურიამ გადაწყვიტა და საკუთარ ვაჟს, თოშა ქებურიას კაჭრეთში გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა. ბუბა ქებურიას ვაჟმა ულამაზეს ქეთი ჟღენტზე ერთი წლის წინ იქორწინა და წყვილს ერთი თვის ქალიშვილი კატერინაც ჰყავთ, მაგრამ ქორწილის გადახდა დღემდე ვერ შეძლეს.

ქეთის და თოშას ქორწილისთვის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ამერიკიდან, რუსეთიდან და საფრანგეთიდან.

პატარძალს ქორწილში ულამაზესი კაბა ეცვა, რომელიც სპეციალურად მისთვის შექმნა "ელ სააბის" მოდის სახლმა. ქეთი პრესტიჟულ მოდის სახლს ერთი წლის წინ ეწვია, მაგრამ რატომღაც კაბის შეკერვა აქამდე ვერ დასრულდა.

რაც შეეხება სიძეს, ის საკუთარ ქორწილში კლასიკურად შემოსილი იყო. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა, საიდანაც ვერტმფრენით კაჭრეთში ჩაფრინდნენ.

თოშა ქებურიას მამის კუთვნილი სასტუმროს ეზო ულამაზესად იყო მოწყობილი, მწვანე მდელოზე ყვავილებით იყო გაფორმებული. პატარძალი სიძესთან მამამ მიიყვანა.

ქორწილს ორი წამყვანი ჰყავდა, ერთ-ერთი გახლდათ მომღერალი ზურა მანჯავიძე, რომელიც საქორწინო ცერემონიალს ქართულ-რუსულად უძღვებოდა.

მას შემდეგ რაც წყვილი კაჭრეთში ვერტმფრენით დაეშვა და ხელი მოაწერეს, ცაში აფრინდნენ თეთრი მტრედები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიძინეს.

წყვილმა ტრადიციებს ცეკვის დროს უღალატა და ქართულის ნაცვლად თანამედროვე ნომერი დადგეს. მათ ჯეიმს ბრაუნის სიმღერაზე იცეკვეს. გაგრძელება

იხილეთ ვიდეო