"რიგითი კვირიკაშვილის" გადასაღებად, "ჯაფარას" მუდარა და „გოგის ხათრით“ - სახალისო საარჩევნო ამბები
"რიგითი კვირიკაშვილის" გადასაღებად, "ჯაფარას" მუდარა და „გოგის ხათრით“ - სახალისო საარჩევნო ამბები
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა, საქართველოს მასშტაბით 7000-ზე მეტი საარჩევნო უბანი უკვე დაიხურა, თუმცა პოლიტიკური ტემპერატურა მაინც მაღალია, ახლა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხმის დათვლის პროცესის დასრულებას ელოდება და იმის გარკვევას ცდილობს გახდება თუ არა მე-2 ტური საჭირო.

მიუხედავად დაძაბულობისა საარჩევნო პროცესში ბევრი სახალისო ამბავიც მოხდა, რომელთაგან ნაწილის ფოტო-ვიდეო მასალაც მოხვდა სოციალურ ქსელებში. მათგან რამდენიმეს გთავაზობთ.

რას იუწყებიან "რიონზე"?
არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, ერთი გამარჯვებული, ფაქტობრივად,
ვერ გამოვლინდა, რადგან სოციალური კვლევები სულ სხვადასხვა მონაცემებს გვაჩვენებენ. სწორედ ამან ჰპოვა ასახვა "ჰოთ გოგი ნიუსის" პოსტში, მოგეხსენებათ, ამ იუმორისტული შოუს წამყვანი გოგი წულაიაა.


„გოგის ხათრით“
ამ სახუმარო ამბის გმირიც გოგი წულაიაა, „გოგის ხათრით", - ამ წარწერით გავრცელდა ბიულეტების ფოტო, სადაც ასახულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს
კახა კუკავას ამომრჩეველმა ხმა, გოგი წულაიას გამო მისცა. გოგი წულაია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე და საარჩევნო შტაბის უფროსია.
"რიგითი კვირიკაშვილის" გადასაღებად
ამ არჩევნებზე საჯაროდ პირველად გამოჩნდა ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, მისი დანახვა ისე "გაუხარდა" ერთ-ერთ ოპერატორს, არიქა, არავინ მომასწროს გადაღებაო, ისე თავ-ქუდმოგლეჯილი გაიქცა, კინაღამ კედელს შეეჯახა, რისი ამსახველი გიფიც ინტერნეტჰიტად იქცა...

"დეზინფექცია"
სოციალურ ქსელში მეტად პოპულარულია ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გადაღებული ფოტო, რომელსაც გთავაზობთ.

„მე, მე შემომხაზე“
"ჯაფარას" მუდარა - ასე შეიძლება დავასათაუროთ „ფეისბუკის“ ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გასაჯაროებუილი მიმოწერა „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერ, საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან.
„ქორწილი მაქ და სიებს ვადგენ“
„ქორწილი მაქ და სიებს ვადგენ“ _ ასე უპასუხა "ოცნების" წარმომადგენელმა დამკვირვებლის კითხვას, თუ რა სიებს ადგენდა საარჩევნო უბანთან. ამის ამსახველი ვიდეო "გურია ნიუსს" ნაციონალური მოძრაობიდან მოაწოდეს.

იხილეთ ვიდეო

მიკა
29 ოქტომბერი 2018 16:05
ყველაზე დიდი მატყუარა ჯაფარაა. მართლაც ამართლებს სახელს ცნობილი მულტფილმიდან
GGG
29 ოქტომბერი 2018 14:51
დეზინფექცია კაი იყო.DDDD

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები