"ნინო ჩემთვის, როგორც დედა, ისეა" - ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები
"ნინო ჩემთვის, როგორც დედა, ისეა" - ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები
ფოტოგალერეა

ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყო­ველ­თვის ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. გე­ნი­ა­ლუ­რი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი დას­თან ერ­თად, ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს წი­ნაპ­რე­ბის გზას და ან­სამ­ბლი "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი“ ისევ ისე­თი წარ­მა­ტე­ბით იპყრობს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო სცე­ნებს, რო­გორც ადრე.
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს. ის არა­სო­დეს სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, ხე­ლოვ­ნე­ბა­ზეც კი იშ­ვი­ა­თად აძ­ლევს ინ­ტერ­ვი­უს ჟურ­ნა­ლის­ტებს. თუმ­ცა ის დღემ­დე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცია და ყვე­ლა­ზე ხში­რად მას­ზე ჭო­რა­ო­ბენ.
ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლად რუ­სეთ­ში სწავ­ლი­სას, რუს გო­გო­ნა­ზე,
რო­მელ­საც მალე და­შორ­და და ამ ქალ­ზე ქარ­თულ მე­დი­ა­ში არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი და­რია (დაშა) სუ­ხიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გო­გო­ნაა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ილი­კომ ან­სამ­ბლის ერთ-ერთ წევ­რზე, ულა­მა­ზეს გვან­ცა შერ­გე­ლაშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა. 2001 წლის აგ­ვის­ტო­ში, უბე­დუ­რე­ბა დატ­რი­ალ­და. ან­საბ­ლი გას­ტროლ­ზე ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში იყო და 21 წლის გვან­ცა ბრმა ტყვი­ამ იმ­სხვერ­პლა.

მას
შემ­დეგ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი აღარ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლა. მის ქა­ლიშ­ვილს და­რი­ას, კი ძი­რი­თა­დად ცნო­ბი­ლი მა­მი­და ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი ზრდი­და. გო­გო­ნა ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და:
"მა­მი­და­ჩე­მი. ნინო ჩემ­თვის რო­გორც დედა, ისეა. ის მივ­ლის, მან წა­მიყ­ვა­ნა ამე­რი­კა­ში, მი­მიყ­ვა­ნა სკო­ლა­ში. ნი­ნომ მას­წავ­ლა ინ­გლი­სუ­რი, და­მეხ­მა­რა ყვე­ლა­ფერ­ში. უდი­დე­სი ამა­გი აქვს ჩემ­ზე. სა­ნამ ნინო აქ არის ხოლ­მე, მის ქმარ­თან ერ­თად ვარ. საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში ვერა. მა­გა­ლი­თად, საჭ­მლის გა­კე­თე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა ხოლ­მე. ხან­და­ხან თვი­თონ ვიმ­ზა­დებ სა­დილს, მა­გა­ლი­თად, შა­ბათ-კვი­რას. ბე­ბი­ა­ჩემ­მა, პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კვერ­ცხის შეწ­ვა მას­წავ­ლა. და­ნარ­ჩენს ყვე­ლა­ფერს მარ­ტო ვა­კე­თებ – ჩაც­მა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბა... ისე, ხან­და­ხან მჭირ­დე­ბა ხოლ­მე დახ­მა­რე­ბა, ხან მე­ზა­რე­ბა რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა და ვინ­მემ უნდა მი­თხრას."
და­რი­ამ თბი­ლი­სის 55-ე სკო­ლა­ში ოთხი წელი ის­წავ­ლა, შემ­დეგ კი მა­მი­დამ, ნინო სუ­ხიშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა.
რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლის მე­ო­რე შვი­ლის, ლი­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. ლი­ზიც რუ­სეთ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მა­მამ წლე­ბის შემ­დეგ გა­ი­გო მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. ის და­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე თვით უმ­ცრო­სია. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი გო­გო­ნას დე­და­ზე. ლიზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­მას­თან ხში­რად ჩა­მო­დის.



ტოტო
18 ივნისი 2021 23:02
უსაყვარლესი.
ირმა
18 ივნისი 2021 22:34
ჩვენი ერის საამაყო ოჯახი ხართ. ბედნიერები იყავით
Nino
11 ნოემბერი 2018 22:41
Gasaocari mshveniereba.sikvaruls asxivebs.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები