"ნინო ჩემთვის, როგორც დედა, ისეა" - ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები - კვირის პალიტრა

"ნინო ჩემთვის, როგორც დედა, ისეა" - ვინ არიან ილიკო სუხიშვილის შვილები

ფოტოგალერეა

ილიკო სუხიშვილის პირადი ცხოვრებით საზოგადოება ყოველთვის ინტერესდებოდა. გენიალური მოცეკვავეების შთამომავალი დასთან ერთად, ღირსეულად აგრძელებს წინაპრების გზას და ანსამბლი "სუხიშვილები“ ისევ ისეთი წარმატებით იპყრობს მსოფლიოს საუკეთესო სცენებს, როგორც ადრე.

ილიკო სუხიშვილი საკმაოდ ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია და ყველაზე ხშირად მასზე ჭორაობენ.

ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა პირველი ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.

მოგვიანებით, ილიკომ ანსამბლის ერთ-ერთ წევრზე, ულამაზეს გვანცა შერგელაშვილზე იქორწინა. 2001 წლის აგვისტოში, უბედურება დატრიალდა. ანსაბლი გასტროლზე ვენესუელაში იყო და 21 წლის გვანცა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

მას შემდეგ ილიკო სუხიშვილი აღარ დაქორწინებულა. მის ქალიშვილს დარიას, კი ძირითადად ცნობილი მამიდა ნინო სუხიშვილი ზრდიდა. გოგონა ინტერვიუში ამბობდა:

"მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა... ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას." დარიამ თბილისის 55-ე სკოლაში ოთხი წელი ისწავლა, შემდეგ კი მამიდამ, ნინო სუხიშვილმა საცხოვრებლად და სასწავლებლად ამერიკაში წაიყვანა. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ ილიკო სუხიშვილის მეორე შვილის, ლიზის შესახებ შეიტყო. ლიზიც რუსეთში დაიბადა, თუმცა მამამ წლების შემდეგ გაიგო მისი არსებობის შესახებ. ის დარიაზე რამდენიმე თვით უმცროსია. არაფერია ცნობილი გოგონას დედაზე. ლიზი საქართველოში მამასთან ხშირად ჩამოდის.

იხილეთ სრულად

იხილეთ ფოტოგალერეა