ხართა ხარი - კვირის პალიტრა

ხართა ხარი

ინგლისელი შონ ლეიტონის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხარი "ტრიგერი" ჯერაც იზრდება. ახლა მისი სიმაღლე 1,96 მ-ია, სიგრძე - 4,3 მ, ხოლო წონა 1200 კგ. გინესის

წიგნის "კანონიერი ბინადარი" პატრონმა ხბოობისას კინაღამ შესაბრაწად გაიმეტა, მაგრამ მეზობელმა გადააფიქრებინა... ამჟამად კი 7 წლის "ტრიგერი", რომლის სანახავად უამრავი ადამიანი დადის, ყოველდღიურად ბალახთან, სპეციალურ საკვებსა და მინერალებთან ერთად, საყვარელ ვაშლსაც უხვად მიირთმევს.