ელეგანტური პირველი ლედი პარიზში - როგორ გამოიყურებოდა მაკა ჩიჩუა მაკრონების სახელით გამართულ ვახშამზე - კვირის პალიტრა

ელეგანტური პირველი ლედი პარიზში - როგორ გამოიყურებოდა მაკა ჩიჩუა მაკრონების სახელით გამართულ ვახშამზე

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.

ორსეს მუზეუმში, ოფიციალური ვახშმის დაწყებამდე, ფრანგულმა მხარემ მაღალი რანგის სტუმრებს პიკასოს გამოფენა "ცისფერი და ვარდისფერი" დაათვალიერებინა.

ოფიციალურ ვახშამზე ემანუელ მაკრონმა საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მიმართა და მსოფლიო ლიდერებს გამოწვევებით აღსავსე მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა, 11 ნოემბერს ტრიუმფალურ თაღთან დაგეგმილ ცერემონიამდე საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მსოფლიო ლიდერებს - დონალდ ტრამპს, ანგელა მერკელს, ჯასტინ ტრუდოს და სხვებს უმასპინძლეს.

იხილეთ ასევე: "სოფელში ვცხოვრობ და შინ ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერც წარმოიდგინო, რომ ეს პირველი ლედია..."