ახალი რობინ-ჰუდი - კვირის პალიტრა

ახალი რობინ-ჰუდი

14 წლის ბრიტანელმა მოსწავლემ ზაკ კროუფორდმა ისრის სროლაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მისმა ისარმა 500 მ დაფარა, რაც წინა რეკორდზე 150-ით მეტია!

ზაკი ოცნებობს, ახალი რობინ ჰუდი გახდეს, რისთვისაც 6 წლის ასაკიდან ყოველდღიურად საათობით ვარჯიშობს, მიზნად კი რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადაზე გამარჯვება აქვს დასახული.