ფინური საუნა... მონბლანზე - კვირის პალიტრა

ფინური საუნა... მონბლანზე

ოთხმა ფინელმა ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე, 4819 მ სიმაღლეზე საუნა მოაწყო! ამისთვის მათ აიტანეს სპეციალური კარავი, შეშა და სათანადო ღუმელი

დიდ სიმაღლეზე შეშის დასაწვავად. მთამსვლელებმა ღუმელი დილაადრიანად გაახურეს და "მშობლიური" იმპროვიზებული საუნით რიგრიგობით ისიამოვნეს. საუნაში კი ისე ცხელოდა, ფინელები მალიმალ გამორბოდნენ ტანის თოვლით დასაზელად...