ზღვის გამხსნელი "ელვა-ზიპი" - კვირის პალიტრა

ზღვის გამხსნელი "ელვა-ზიპი"

ცნობილმა იაპონელმა დიზაინერმა იასუჰირო სუძუკიმ ააგო გიგანტური ელვა-შესაკრავის მსგავსი კატარღა, სახელად "ზიპი". მაკეტი მზად მას ჯერ კიდევ 2004 წელს

ჰქონდა, ახლა კი მძლავრ და ძალიან სწრაფ კატარღას უკვე მგზავრებიც გადაჰყავს ტაკამაცუსა და ეგოჯიმას შორის...

დიზაინერის იდეით, "ზიპი" ზუსტად ელვა-შესაკრავის მსგავსად "ხსნის" ზღვას - ზესწრაფი კატარღის მიერ წარმოქმნილი ტალღები ელვა-შესაკრავის კბილანებს მართლაც ისე წააგავს, რომ იაპონელები ხუმრობენ, იასუჰიროს "ზიპი" ბიბლიური მოსეს მსგავსად "ზღვას შუაზე ყოფსო"...