ქორწილი ვიწრო წრეში - ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერიდან
11-11-2018
ქორწილი ვიწრო წრეში - ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერიდან

"კვირის პალიტრა" კარგა ხნით ადრე წერდა, რომ ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილი 11 ნოემბერს იყო დაგეგმილი. წყვილმა მართლაც დღეს, სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი, წინა დღეს კი ისინი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა.

როგორც ორიოდე კვირის წინ ანსამბლს "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გაგვანდო, მისი ანსამბლი ქორწილში სრული შემადგენლობით იყო მიწვეული... მისივე თქმით, ქორწილი კოჯორში, კერძოდ, "ბიოლიში", ვიწრო წრეში გაიმართებოდა.
თუ რატომ აირჩიეს ეს ადგილი ქორწილისთვის ივანიშვილებმა, ჯემალ
ჭკუასელმა განგვიმარტა, რომ სუფთა ჰაერზე სურდათ ქორწილის გადახდა... გთავაზობთ ფოტოებს ჯვრისწერიდან, რომელსაც სოციალურ ქსელებში ბერას და ნანუკას მეგობრები ავრცელებენ.  იხილეთ ფოტოგალერეა
lali
04 დეკემბერი 2018 23:29
გაიხარეთ.დაგლოცოთ უფალმა
leila
13 ნოემბერი 2018 10:11
იბედნიერეთ
ნინო
12 ნოემბერი 2018 13:27
გაიხარეტ, სულ დალოცვილი იყავით.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები