"სიენის პალიო" - კვირის პალიტრა

"სიენის პალიო"

იტალიის ქალაქ სიენაში XIV საუკუნიდან ტარდება დოღი ქალაქის უბნებს შორის სახელწოდებით "სიენის პალიო". მასზე დასასწრებად ტურისტები მთელი მსოფლიოდან

ჩამოდიან. სიენელები კი პალიოსთვის მთელი წელი ემზადებიან - იკერავენ შუა საუკუნეების ტანსაცმელს, ატარებენ საზეიმო მსვლელობის რეპეტიციებს.

უბელო ცხენების დოღში 10 მხედარი მონაწილეობს. პალიო ტარდება სიენის მთავარ მოედანზე, დელ კამპოზე, რომელიც უნიკალურობის გამო არქიტექტურის სახელმძღვანელოებშია შეტანილი. მონაწილეები ქვიშამოყრილ მოედანზე 333-მეტრიან წრეს 3-ჯერ არტყამენ. რბოლა სულ 90 წამი გრძელდება.

დაშვებულია მოწინააღმდეგის ცხენიდან ჩამოგდებაც კი, ხოლო პალიოში გამარჯვება ოლიმპიადაზე გამარჯვების ტოლად მიიჩნევა. გამარჯვებულ მხედარს გმირად აღიარებენ, მისი საზეიმო მსვლელობა სიენაში კი მთელი დღე-ღამე გრძელდება.