"ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და..." - ვინ იყო თამადა და რომელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ ბერა ივანიშვილის ქორწილს? - კვირის პალიტრა

"ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და..." - ვინ იყო თამადა და რომელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ ბერა ივანიშვილის ქორწილს?

"იშვიათად მინახავს ბერას ცოლის მსგავსი თავდაჭერილი პატარძალი"

11 ნოემბერს ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ჯვრისწერამ, რომელიც სვეტიცხოველში ჩატარდა, ქორწილი კი კოჯორში, კერძოდ, "ბიოლიში" გაიმართა. ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა პირველმა გაანდო საზოგადოებას როდის გეგმავდა წყვილი დაქორწინებას, გვითხრა ისიც, რომ ანსამბლი "ერისიონი" ქორწილში სრული შემადგენლობით იყო მიწვეული. ამჯერად ჯემალ ჭკუასელი უკვე გამართულ ქორწილზე გვესაუბრა, რომელიც ალბათ კიდევ დიდხანს იქნება განხილვის საგანი... ბერას მეჯვარეები გახლდნენ მისი უმცროსი ძმა ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე. ბერას მეჯვარეები - ამიკო ჯანელიძე და ცოტნე ივანიშვილი

- ბერა ივანიშვილის და ნანუკა გუდავაძის ქორწილი ანსამბლი "ერისიონის" ულამაზესი ქართული ცეკვით დაიწყო...  არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ანსამბლი ქორწილის მშვენება იყო. საუკეთესო საზოგადოება იყო შეკრებელი. პოლიტიკოსებიდან მხოლოდ კახი კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ თავიანთ არაჩვეულებრივ მეუღლეებთან ერთად. კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ქორწილში ახალგაზრდობა ჭარბობდა, რადგან ბერას და ნანუკას მეგობრები იყვნენ... თამადა ბერას მეგობარი იყო. ახალგაზრდა კაცი შესანიშნავად გაუძღვა სუფრას, ძალიან მოვიხიბლე. საერთოდ ახალგაზრდები ისე იქცეოდნენ, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობდა. მათი ჭეშმარიტი მამულიშვილობა ჩანდა. ბერამ თავად შეასრულა საკუთარი ორი სიმღერა... ჩვენ ორი სახის მრავალჟამიერი შევასრულეთ, მათ შორის ერთი საეკლესიო... თქვეს ფრანგული ჯგუფია ჩამოსულიო, იმღერეს, მაგრამ ვერ ვიცანი, რომელი ჯგუფი იყო. ჯვრისწერა სვეტიცხოველში

- პატარძალზე რა შთაბეჭდილების ხართ? - ჯვრისწერის შემდეგ სუფრაზე გოგონა ახალ ულამაზეს ცისფერ კაბაში შემოსილი მოვიდა. ძალიან სანდომიანი სახის და აღნაგობის გოგოა. იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი. მისი ქცევა იმდენად მომეწონა, ეს ხაზგასმით აღვნიშნე სუფრაზევე...

- ქორწილს ესწრებოდნენ უტა და გვანცა ივანიშვილები?

- უტა დავინახე და გვანცა არ მინახავს, მაგრამ იქნებოდა ისიც. ძალიან ვიწრო წრეში იყო ქორწილი და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინამ მოსახლეობას გაუწია ანგარიში... რაც ყველაზე თვალში მოსახვედრი ყვავილების ზღვა იყო, რომლის მეშვეობითაც საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ძალიან განსხვავებული და საუკეთესო მენიუ იყო, ბევრ რამეს ვერც იცნობდა ადამიანი, რა კერძი იყო. თუმცა არაფერი იყო მეტიჩრული და გადაპრანჭული... სუფრაზე იყო შავი და თეთრი ღვინოები. ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და ყოველივე საუკეთესო უსურვა. ნანუკა გუდავაძე

არ შემიძლია არ ვუპასუხო იმ ხალხს, ვინც ამბობს სვეტიცხოველიდან ხალხი გამოყარესო. ჩემები იქ იყვნენ და გადარეულები არიან, ასეთ რამეს ვინ იგონებსო... არიქა, ბიძინამ ხალხი ეკლესიიდან გამოყარა და დაჩაგრაო, - ამას ვინც ამბობს, ნეტავ როგორ არ რცხვენია?!

იხილეთ ფოტოგალერეა

(სპეციალურად საიტისთვის)