კატამ ციყვი იშვილა - კვირის პალიტრა

კატამ ციყვი იშვილა

ოჰაიოელმა ლიზი რეიჩელმა ეზოში ხიდან ჩამოვარდნილი ციყვის ნაშიერი იპოვა და მისი გამოკვება სცადა, თუმცა ამაოდ. მაშინ ლიზიმ პატარა ციყვი თავის კატა

ჯინგლსს მიაბარა, რომელსაც ახალდაყრილი კნუტები ჰყავდა. ჯინგლსმა ციყვუნია იშვილა და კნუტებში "არ არჩევს".

ლიზი ციყვის წამოზრდისთანავე მის ბუნებრივ გარემოში დაბრუნებას აპირებს. ვეტერინარები კი შიშობენ, რომ ასე გაზრდილი  ციყვი, რომელსაც კატა "თავისიანად" მიაჩნია, ბუნებრივ პირობებში სხვა კატებთან გაუფრთხილებლობის გამო შეიძლება დაიღუპოს.