"იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში?
"იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში?
მომღერალი ბერა ივანიშვილი და მისი ცოლი, ნანუკა გუდავაძე თავიანთი ჯვრისწერის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერა, ქორწილი კი "ბიოლიში" გაიმართა. ბერას მეჯვარეები გახლდნენ მისი უმცროსი ძმა ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე.
ქორწილის დეტალებზე kvirispalitra.ge-ს ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი ესაუბრა.
- ჯვრისწერის შემდეგ სუფრაზე გოგონა ახალ ულამაზეს ცისფერ კაბაში შემოსილი მოვიდა. ძალიან სანდომიანი სახის და აღნაგობის გოგოა. იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი. მისი
ქცევა იმდენად მომეწონა, ეს ხაზგასმით აღვნიშნე სუფრაზევე...

- ქორწილს ესწრებოდნენ უტა და გვანცა ივანიშვილები?
- უტა დავინახე და გვანცა არ მინახავს, მაგრამ იქნებოდა ისიც. ძალიან ვიწრო წრეში იყო ქორწილი და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინამ მოსახლეობას გაუწია ანგარიში... რაც ყველაზე თვალში მოსახვედრი
ყვავილების ზღვა იყო, რომლის მეშვეობითაც საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ძალიან განსხვავებული და საუკეთესო მენიუ იყო, ბევრ რამეს ვერც იცნობდა ადამიანი, რა კერძი იყო. თუმცა არაფერი იყო მეტიჩრული და გადაპრანჭული... (იხილეთ ინტერვიუ სრულად)
ბერას ძმა და მეჯვარე, ცოტნე ივანიშვილი


ტოტო
15 ნოემბერი 2018 13:24
რას ნიშნავს თავდაჭერილი პატარძალი ?
უბრალოდ ეტყობა თავმდაბალი და კარგად აღზრდილია.
ისე რჩევის სახით,საზოგადოებაში საკუთარ მეუღლეზე ლაპარაკი ისიც ქორწინების პირველ დღეს, ცოტა უხერხულია.
.......
15 ნოემბერი 2018 12:36
თავდაჭერილი თუ მოწყენილი. აშკარდ ვერ არის ხასიათზე
MANANA
15 ნოემბერი 2018 00:28
GMERTMA BEDNIERAD DA TKBILAD SHEGABEROT ERTMANETS!!! GAIXARET!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები