"იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი" - რა ფოტოებს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში?

მომღერალი ბერა ივანიშვილი და მისი ცოლი, ნანუკა გუდავაძე თავიანთი ჯვრისწერის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერა, ქორწილი კი "ბიოლიში" გაიმართა. ბერას მეჯვარეები გახლდნენ მისი უმცროსი ძმა ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე. ქორწილის დეტალებზე kvirispalitra.ge-ს ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი, ჯემალ ჭკუასელი ესაუბრა. - ჯვრისწერის შემდეგ სუფრაზე გოგონა ახალ ულამაზეს ცისფერ კაბაში შემოსილი მოვიდა. ძალიან სანდომიანი სახის და აღნაგობის გოგოა. იშვიათად მინახავს ასეთი თავდაჭერილი პატარძალი. მისი ქცევა იმდენად მომეწონა, ეს ხაზგასმით აღვნიშნე სუფრაზევე...

- ქორწილს ესწრებოდნენ უტა და გვანცა ივანიშვილები?

- უტა დავინახე და გვანცა არ მინახავს, მაგრამ იქნებოდა ისიც. ძალიან ვიწრო წრეში იყო ქორწილი და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინამ მოსახლეობას გაუწია ანგარიში... რაც ყველაზე თვალში მოსახვედრი ყვავილების ზღვა იყო, რომლის მეშვეობითაც საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ძალიან განსხვავებული და საუკეთესო მენიუ იყო, ბევრ რამეს ვერც იცნობდა ადამიანი, რა კერძი იყო. თუმცა არაფერი იყო მეტიჩრული და გადაპრანჭული... (იხილეთ ინტერვიუ სრულად) ბერას ძმა და მეჯვარე, ცოტნე ივანიშვილი

იხილეთ ფოტოგალერეა