ვისი ქუსლი უფრო მაღალია? - პირველი ქალბატონების "ბრძოლა" ქუსლებით - კვირის პალიტრა

ვისი ქუსლი უფრო მაღალია? - პირველი ქალბატონების "ბრძოლა" ქუსლებით

"იმ დროს, როდესაც საფრანგეთისა და აშშ-ის პირველი პირები პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ, პირველ ქალბატონებს ცალკე "ბრძოლა" ჰქონდათ გამართული - ვისი ქუსლი უფრო მაღალი იყო" - წერს გამოცემა Times.

ფოტოგალერეა

ელისეის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე მელანია ტრამპს დიზაინერ კრისტიან ლაბუტენის 12 სანტიმეტრიანი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი ეცვა. თუმცა ქუსლის სიმაღლეში მელანიას არც საფრანგეთის პირველი ლედის ფეხსაცმელი ჩამოუვარდებოდა. ბრიჯიტ მაკრონი და მელანია ტრამპი

65 წლის ბრიჯიტ მაკრონის სტილი და მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ბევრში აღფრთოვანებას იწვევს. საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მიმართ მელანია ტრამპის სიყვარული დიდი ხანია ცნობილია. 2017 წელს პოლონეთში ვიზიტის დროს ბავშვებმა აშშ-ის პირველ ლედის საჩუქრად 3D პრინტერის საშუალებით შექმნილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აჩუქეს. მელანია ტრამპი პოლონეთში ვიზიტისას

აშშ-ის პირველი ლედი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის, გამო, რომ მას ზოგიერთი ადგილისთვის შეუფერებელი ფეხსაცმელი ეცვა. მაგალითად, გასულ წელს მელანია ტექსასის შტატში, სადაც ქარიშხალი "ჰარვი" მძვივარებდა", ქმარს ქუსლიანი ფეხსაცმლით ახლდა. ანდაც მაშინ, როდესაც თეთრ სახლში ხე დარგო. მელანია და დონალდ ტრამპები

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების მიმართ ნაკლებ ინტერესს იჩენდა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, რომელიც უპირატესობას შედარებით დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებდა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც მიშელ ობამა პირველი ლედის აღარ არის, ის უფრო ხშირად ჩნდება მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. მიშელ ობამა

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული იყო საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მეუღლე ვალერი ტრიერვეიერი, რომელიც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ამის გამო, რადგანაც მედიაში წერდნენ, რომ ცოლთან შედარებით დაბალი პრეზიდენტი სასიამოვნო სანახავი არ იყო. ვალერი ტრიერვეიერი და ფრანსუა ოლანდი

თუმცა პირველი ქალბატონების ფეხსაცმელი ზოგჯერ არც იქცევდა ყურადღებას, სწორედ რომ მაღალი ქუსლისა და ხშირად უხერხული მომენტების გამო, პირველი ქალბატონები ერიდებოდნენ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარულს. (წყარო) ლორა ბუში, ბერნადეტ შირაკი და ლუდმილა პუტინა

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: მაკა ჩიჩუა, მელანია ტრამპი და ბრიჯიტ მაკრონი - მსოფლიოს პირველი ქალბატონები ვერსალში

(სპეციალურად საიტისთვის)