ბერამ და ნანუკამ საჩუქრების მიღებაზე უარი თქვეს - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

ბერამ და ნანუკამ საჩუქრების მიღებაზე უარი თქვეს - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი "ფეისბუკში"

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს მინაწერით: "ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში. ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს".

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერა, ქორწილი კი "ბიოლიში" გაიმართა. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ბერას მეჯვარეები გახლდნენ მისი უმცროსი ძმა ცოტნე და რეპერი ამიკო ჯანელიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერამ და ნანუკამ საქორწინო საჩუქრების მიღებაზე უარი თქვეს. წყვილმა გადაწყვიტა, სალიფ კეიტას ფონდს "აფრიკის ოქროს ხმას" შეერთებოდნენ, რომელიც აფრიკაში ალბინოსი ბავშვების სიცოცხლის დასაცავად იბრძვის. ქორწილში მისულ სტუმრებს სურვილისამებრ ფონდში საკუთარი წვლილის შეტანა შეეძლოთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს მინაწერით: "ჩემი და ნანუკას ბედნიერი დღე 3 წუთში. ამ სიმღერას ვჩუქნი ყველა ახალდაქორწინებულ წყვილს"

იხილეთ ვიდეო