"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ - კვირის პალიტრა

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

ცნობილი ვიდეობლოგერი, დრიუ ბინსკი ბერა ივანიშვილზე გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს, სახელწოდებით "მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი". ბინსკი ამბობს, რომ საქართველოში ბერას მოწვევით იმყოფებოდა და თავდაპირველად, მუსიკოსის შესახებ ვიდეოს გადაღებას არ გეგმავდა, თუმცა, როდესაც ბერას შესახებ უფრო მეტი შეიტყო, გადაწყვიტა, "მის შესახებ მსოფლიოსთვის მოეყოლა".

ბინსკი აღნიშნავს, რომ ბერა საფრანგეთში, ქართულ ოჯახში დაიბადა და მრავალკულტურულ საზოგადოებაში გაიზარდა.

"საქართველო ჩემი სიამაყეა, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან საქართველოს წარმოვადგენ," - ამბობს ივანიშვილი.

ავტორი აღნიშნავს, რომ ბერა ძალიან ბევრს მუშაობს, 23 წლის მუსიკოსმა მოახერხა ეთანამშრომლა ბევრ ცნობილ დიჯეისთან, მათ შორის - სტივ აოკისთან. ბინსკი ამბობს, რომ მისი მასპინძელი ძალიან თავმდაბალია და ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ირჩევს.

"ყოველთვის ჩუმი ვიყავი, ყველაზე ჩუმი კლასშიც. ვწერდი ლექსებს, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არასოდეს მივდევდი ტრენდებს," - ამბობს ბერა.

ივანიშვილი ოჯახის ძლიერ მხარდაჭერაზეც საუბრობს.

"ყველაფერი, რასაც სწორად ვაკეთებ, ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ყველაფერს არასწორს კი - ჩემით ვაკეთებ. ვცდილობ, კარგი უფროსი ძმა ვიყო, საუკეთესო შვილი, საუკეთესო ქმარი," - ამბობს ბერა ვიდეოში.

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ

იხილეთ ასევე: ბერამ და ნანუკამ საჩუქრების მიღებაზე უარი თქვეს - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა ივანიშვილი "ფეისბუკში"