"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ
29-11-2018
"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ
ცნო­ბი­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი, დრიუ ბინ­სკი ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს ავ­რცე­ლებს, სა­ხელ­წო­დე­ბით "მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ალ­ბი­ნო­სი". ბინ­სკი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­რას მოწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, მუ­სი­კო­სის შე­სა­ხებ ვი­დე­ოს გა­და­ღე­ბას არ გეგ­მავ­და, თუმ­ცა, რო­დე­საც ბე­რას შე­სა­ხებ უფრო მეტი შე­ი­ტყო, გა­და­წყვი­ტა, "მის შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ოს­თვის მო­ე­ყო­ლა".

ბინ­სკი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა საფ­რან­გეთ­ში, ქარ­თულ ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მრა­ვალ­კულ­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­და.

"სა­ქარ­თვე­ლო ჩემი სი­ა­მა­ყეა, სა­დაც არ უნდა წა­ვი­დე, ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ვად­გენ," - ამ­ბობს ივა­ნიშ­ვი­ლი.

ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბერა
ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობს, 23 წლის მუ­სი­კოს­მა მო­ა­ხერ­ხა ეთა­ნამ­შრომ­ლა ბევრ ცნო­ბილ დი­ჯე­ის­თან, მათ შო­რის - სტივ აო­კის­თან. ბინ­სკი ამ­ბობს, რომ მისი მას­პინ­ძე­ლი ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლია და ყო­ველ­თვის ჩრდილ­ში ყოფ­ნას ირ­ჩევს.

"ყო­ველ­თვის ჩუმი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ზე ჩუმი კლას­შიც. ვწერ­დი ლექ­სებს, ჩემი საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და არა­სო­დეს მივ­დევ­დი ტრენ­დებს," -
ამ­ბობს ბერა.

ივა­ნიშ­ვი­ლი ოჯა­ხის ძლი­ერ მხარ­და­ჭე­რა­ზეც სა­უბ­რობს.

"ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც სწო­რად ვა­კე­თებ, ჩემ­მა მშობ­ლებ­მა მას­წავ­ლეს, ყვე­ლა­ფერს არას­წორს კი - ჩე­მით ვა­კე­თებ. ვცდი­ლობ, კარ­გი უფ­რო­სი ძმა ვიყო, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი, სა­უ­კე­თე­სო ქმა­რი," - ამ­ბობს ბერა ვი­დე­ო­ში.

"მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ალბინოსი" - ვიდეობლოგერი ბერა ივანიშვილის შესახებ


ტოტო
06 დეკემბერი 2018 13:06
თინათინს-პატარძალი საჩუქარი არ არის.
JimUK
06 დეკემბერი 2018 05:11
კარგები არიან, ვულოცავ და ვლოცავ,.
საჩუქრები უნდა მიეღოთ, შემდეგ კი უნდა გადეცათ გაჭირვებულ ადამიანებისთვის.
ანდრო
05 დეკემბერი 2018 23:01
მსოფლიოშიო????? რით გაითქვა სახელი????

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები