"დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს" - რომელი ქართველი დიზაინერი შეუკერავს სალომე ზურაბიშვილს კაბას ინაუგურაციისთვის? - კვირის პალიტრა

"დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი გვყავს" - რომელი ქართველი დიზაინერი შეუკერავს სალომე ზურაბიშვილს კაბას ინაუგურაციისთვის?

საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი ყავს. საფრანგეთში ემიგრაციაში დაბადებული სალომე ზურაბიშვილი თავდაპირველად საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი იყო საქართველოში, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, მოგვიანებით მის ოპოზიციაში წავიდა და საზოგადოებას თავი მიტინგებზე დამახასიათებელი გამონათქვამებით დაამახსოვრა...

მას ყოველთვის მიიჩნევდნენ, გემოვნებიან პოლიტიკოსად და სამართლიანადაც - მისი კაბები და ქვედაბოლოები, პიჯაკები, მკვეთრი ფერები, მასიური საყურეები და აქსესუარები ზურაბიშვილს ყოველთვის გამოარჩევდა სხვა პოლიტიკოსი ქალებისგან. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მან მასიურ ბეჭდებსა და საყურეებზე უარი თქვა და შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა შეხვედრებზე.

AMBEBI.GE დაინტერესდა ვინ ზრუნავს ქვეყნის არჩეული პრეზიდენტის ჩაცმულობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა თავად აღნიშნა, რომ საკუთარ სტილზე თავად ზრუნავს და ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი მისი ყველაზე დიდი შემფასებელია. თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ზურაბიშვილი ქართველ დიზაინერებთან ხშირად თანამშრომლობს. მაგალითად, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის მან კაბა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძესთან შეიკერა.

AMBEBI.GE დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძეს ესაუბრა:

"ჩემი და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის თანამშრომლობა ამ ზაფხულს შედგა. ის ჩვენთან თაკო ჩხეიძის რეკომენდაციით მოვიდა და შვილის - თეიმურაზ გორჯესტანის ქორწილისთვის სამოსი შეიკერა. მისმა ვაჟმა ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა, ქალბატონ სალომეს უშუალოდ ქორწილის დღისთვის კაბა შევუკერეთ, მეორე დღისთვის სამეული შევქმენით.

სასიამოვნო იყო ჩემთვის მასთან მუშაობა. ის კი არ შევქმენით რაც მას უნდოდა, ჩემი 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შევარჩიეთ მისთვის შესაფერისი კოსტიუმები და შევკერეთ. დიზაინერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დროულად მოდიოდა ე.წ. "პრიმერკაზე", გემოვნებიანი და უშუალო მანდილოსანია.

- აშკარაა რომ ნაკლებად უყვარს შავი და უფრო მკვეთრ ფერებს ანიჭებს უპირატესობას...

- პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან გემოვნებიანი მანდილოსანია. ქართველ ქალებს, შესაძლებლობების მიუხედავად, მაინც განსაკუთრებული გემოვნება აქვთ და ასეა ეს ქალბატონი სალომეს შემთხვევაშიც. ფერებს რაც შეეხება, მას საოცრად უხდება ყვითელი ფერი, როცა ჩვენს მიერ შეკერილი ყვითელი კოსტიუმი ჩაიცვა, ისე მოუხდა, ვკიოდით. ულამაზესი იყო. გაგრძელება

იხილეთ ასევე: მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ