"მნიშვნელოვანია თითოეულ მონაწილეს თავისი ქვეყანა როგორ ეხმარება" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"?
"მნიშვნელოვანია თითოეულ მონაწილეს თავისი ქვეყანა როგორ ეხმარება" - ვინ წარადგენს საქართველოს "მის მსოფლიოზე"?
8 დეკემბერს ჩინეთში "მის მსოფლიოს" ფინალური კონკურსი გაიმართება, რომელზეც საქართველოს 25 წლის ნია წივწივაძე წარადგენს. ნია ცნობილი კალათბურთელის ბექა წივწივაძის და შესბამისად, ტელეწამყვან მანიკა ასათიანის მულია. მას ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ერთხანს ერთ-ერთ საბავშვო გამომცემლობაში პიარმენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა. რაც შეეხება პოდიუმზე დგომის გამოცდილებასა და საკონკურსო ცხოვრებას, ამ მხრივაც საინტერესო გამოცდილება აქვს. რის შესახებაც, ჩვენს ინტერვიუში გვესაუბრება. ის უკვე ჩინეთში იმყოფება, საიდანაც წინასაკონკურსო განწყობას გაგვიზიარებს.


- 19 წლის ვიყავი,
როდესაც პირველად გავემგზავრე შანხაიში, 2 თვით. სწორედ იქ გადავდგი ჩემი პირველი ნაბიჯები პოდიუმზე, როდესაც
მონაწილეობა მივიღე "შანხაი ფეშენ ვიკში". თბილისში დაბრუნების შემდეგ დაიწყო გადაღებები, ჩვენებები, მაგრამ დაახლოებით 1 წლის შემდეგ, მივხვდი რომ ჩემი მთავარი პროფესია მოდელობა ვერ იქნებოდა, ამიტომ უნივერსიტეტში ჩავაბარე.

- ელოდით, რომ "მის მსოფლიო
2018"-ზე საქართველოს სახელით წარსდგებოდით?
- უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მეგობრების თხოვნით, გადავწყვიტე კონკურსში "მის საქართელო" მონაწილეობის მიღება. მოგეხსენებათ, სამოდელო სფერო და კონკურსი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ ვიფიქრე, რომ ეს კონკურსი ჩემი ბოლო შანსი იყო ამ სფეროში, მიმაჩნდა, რომ ტიტული უკეთ დამეხმარებოდა თავი დამემკვიდრებაში ყველგან, ამიტომაც გავრისკე და გამიმართლა.

- სად ტარდება "მის მსოფლიო 2018"?
- კონკურსი ჩინეთში ტარდება. აქ, ახლა ზაფხულის ამინდია, ამიტომ განწყობაც მზიანი და ხალისიანია. წელს 120 მონაწილე შვეცდებით მსოფლიოში ყველაზე ლამაზის ტიტულის მოპოვებას. სასტუმროს ოთახში სომხეთის წარმომადგენელთან ერთად ვცხოვრობ, რომელსაც სხვათა შორის კონკურსადმეც ვიცნობდი, გამიმართლა, კარგი გოგოა. საერთოდ ყველა მონაწილესთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ზოგადად კომუნიკაბელური ვარ. თვალისდახამხამებაში გარბის კონკურსისთვის მზადების პერიოდი. გამორჩეულ, დასმახსოვრებელ დროს ვატარებ გოგონებთან ერთად, მიუხედავსდ იმისა, რომ დილა 6 საათზე იწყება და უამრავი აქტივობის შემდეგ დღის ბოლოს ძალიან დაღლილები ვართ ხოლმე.


როდესაც მის საქართველო გავხდი, ვიცოდი, რომ მე წარვადგენდი საქართველოს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსს 10 თვეა ველი, ჩინეთში გამგზავრების დრო რაც უფრო ახლოვდებოდა, მით მეტად ვნერვიულობდი. რა თქმა უნდა, სასიამოვნოსთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის ამ კონკურსში მონაწილეობა. ყოველთვის მინდოდა საქართველო წარმედგინა და ჩემი დროშა ამეფრიალებინა... ეს ოცნება ავისრულე.

- მონაწილეეთაგან ვის მოაზრებთ გამარჯვების კანდიდატად?
- ბევრი გოგო მომწონს. ვერ ვიტყვი, რომელს გამოვარჩევდი, თითოეულს თავისი ხიბლი და პლუსები აქვს.

- რა იციან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩინეთში თავმოყრილმა ლამაზმანებმა საქართველოს შესახებ?
- აქ ყოფნის განმავლობაში დანარჩენ კონკურსანტებს საქართველო კარგად გავაცანი; დაწყებული ჩვენი ქვეყნის ისტორიით, გაგრძელებული სამზარეულოთი და დამთავრებული ქართული სიმღერებით. ამიტომ ეხლა უფრო მეტი იციან, ვიდრე იცოდნენ. უკვე ბევრი მათგანი გეგმავს საქართველოში მოგზაურობას.

- როგორ გგონია, კონკურსში გამარჯვების რა შანსები გაქვს ?
- შანსებს რაც შეეხება, არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ამ კონკურსში დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ მონაწილეს თავისი ქვეყანა როგორ ეხმარება თავის წარმოჩენაში, სამწუხაროდ, ჩვენთან ნაკლებად აინტერესებთ ეს სფერო. აქ არ არის მთავარი მხოლოდ სილამაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ქველმოქმედება, რომელსაც გოგონები მთელი წლის განმავლობაში ეწევიან…
მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, თავს არ ვზოგავ, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი სამშობლოს სუკეთესოდ წარმოსაჩენად!


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები