"ნაცმოძრაობის" დროს ყველგან დაბლოკილები ვიყავით... ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს" - შეპირდნენ თუ არა თანამდებობას ნინი ქარსელაძეს?
"ნაცმოძრაობის" დროს ყველგან დაბლოკილები ვიყავით... ბიძაჩემი ორჯერ დაიჭირეს" -  შეპირდნენ თუ არა თანამდებობას ნინი ქარსელაძეს?
მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და - მისი ფე­ის­ბუქპოს­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი­საა, არ ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩან­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გვერ­დით, მის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ცერ­ტებ­ზეც გა­მო­ვი­და "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან" ერ­თად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ნი­ნიმ ამის გამო კრი­ტი­კაც და­იმ­სა­ხუ­რა, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბიც, რომ მომ­ღე­რალს ამ მხარ­და­ჭე­რის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც და­პირ­დნენ და რომ ნინი ქა­ლაქ­ში პი­რა­დი დაც­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ა.შ.

AMBEBI.GE ნინი
ქარ­სე­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვიუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მი­ლოც­ვით და­ი­წყო:

"პირ­ველ რიგ­ში კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბას. ასეც ვი­ცო­დი, რომ ის გა­ი­მარ­ჯვებ­და! ამ ქალ­ბა­ტო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას ყო­ველ­თვის თვალს ვა­დევ­ნებ­დი და უდი­დეს პა­ტივს ვცემ იმის გამო, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აკე­თებ­და. დიდი ხა­ნია ის უამ­რავ კარგ საქ­მეს აკე­თებს
ქვეყ­ნის­თვის და ჩემს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც ამი­ტომ იმ­სა­ხუ­რებს.

- ნინი, შენი ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი, ამის გამო უპი­რის­პირ­დე­ბი ასე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"?
- ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს - ბი­ძა­ჩე­მი ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს, ასე­თი რამ ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს, ერთი ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ და­ე­ჭი­რათ. ყველ­გან დაბ­ლო­კი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 8 წელი არ­სად მიმ­ღე­რია არც მე და არც "ქუ­ჩის ბი­ჭებს", გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ზუ­რას მი­ტინგზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შენ და "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" "ზე­მოთ" დაგბ­ლო­კე­სო. ვინ იყო ის "ზე­მოთ", წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.

- მა­შინ მთა­ვარ კონ­ცერ­ტებს სტე­ფა­ნე და კახა ცის­კა­რი­ძე ატა­რებ­დნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ვიცი, რომ მე­გობ­რობს თქვე­ნი ოჯა­ხი...
- მე მქონ­და კა­ხუ­ჩე­ლას­თა­ნაც და სტე­ფა­ნეს­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა ზე­მოთ დაბ­ლო­კი­ლი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და ნინი ქარ­სე­ლა­ძე კონ­ცერ­ტში ჩა­ეს­ვათ.

- გავ­რცელ­და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სოფო ხალ­ვა­შის მსგავ­სად, თქვენც და­გი­ფას­დე­ბათ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც და­ი­ნიშ­ნე­ბით...
- ცხოვ­რე­ბა­ში არ მი­ფიქ­რია პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნა­ზე. დიდი ად­რე­ნა­ლი­ნი ჰქო­ნია ამ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თვას, მაგ­რამ არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლას. ანას­ტა­სი­ას გე­ფი­ცე­ბით, არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა არ მი­მი­ღია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან", სამ­სა­ხუ­რიც არ მჭირ­დე­ბა. მე უკან მყავს ოჯა­ხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მოღ­ვა­წე­ობს. ჩემ­თვის თან­ხაც კი არა­ვის გა­და­უხ­დია.

მხო­ლოდ ჩემი კე­თი­ლი ნება იყო, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტებ­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თქვეს 500 ლარი გა­და­უ­ხა­დე­სო, ეს მხო­ლოდ ფორ­მა­ლო­ბა იყო, რად­გან კა­ნო­ნით არ გვაქვს უფ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ში უფა­სოდ გვემ­ღე­რა. რაც შე­ე­ხე­ბა სოფო ხალ­ვაშს, მინ­და თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით მი­ვუ­ლო­ცო მას ბა­თუ­მის მე­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა. ამას იმ­სა­ხუ­რებს, ის დიდ წვლილს შე­ი­ტანს ბა­თუ­მის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. გაგრძელება

ნუ ცანცარებ
15 დეკემბერი 2018 16:46
ვინმე პეტრევ! მეტი საქმე არ ჰქონდა მერაბს ასათიანის საყვარლებისთვის ედევნა...
ნოდარი ძია
11 დეკემბერი 2018 02:11
სიმღერაშიც მაგარია და პოლიტიკაშიც, რასაც ხელს მოკიდებს ყველაფერი გამოსდის.
პატრე
10 დეკემბერი 2018 11:39
შვილო ბიძაშენი დაიჭირეს დადიანის მკვლელობის ორგანიზებისათვის...

რუბრიკის სხვა სიახლეები