"ისტორიული რეგატა" - კვირის პალიტრა

"ისტორიული რეგატა"

ვენეციის გრანდ-არხზე ყოველი სექტემბრის პირველ კვირადღეს საზეიმო "ისტორიული რეგატა" - ღეგატტა შტორიცა იმართება. გრანდიოზული სანახაობა კვიპროსის

მეფის ვენეციელ მეუღლეს - კატერინა კორნაროს ეძღვნება, რომელმაც 1489 წელს უარი თქვა ტახტზე ვენეციის რესპუბლიკის სასარგებლოდ - პირველი რეგატა სწორედ ვენეციაში დაბრუნებულ კატერინას დახვდა...

კოსტიუმირებული წარმოდგენა დღესაც კვიპროსის დედოფლის საზეიმო დახვედრით იწყება, საზეიმო სვლას წინ ვენეციელი დოჟის ბარჟა მიუძღვის, საკარნავალო პროცესიის აუცილებელი მონაწილენი არიან მე-15 საუკუნის სამოსში გამოწყობილი დოჟი და მისი მეუღლე, ელჩები და მინისტრები. ზეიმში უამრავი ვენეციელი მონაწილეობს.