"ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა" - ვინ არის ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის
"ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა" - ვინ არის ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის
სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ავსტრი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ალექ­სან­დერ ვან დერ ბე­ლე­ნის შვილ­მა, ფლო­რი­ან­მა სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის­გან შე­ი­ტყო. მან გა­და­წყვი­ტა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და ქვე­ყა­ნას და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა ზუს­ტად ერთი წლის შემ­დეგ შე­ას­რუ­ლა.

პორ­ტა­ლი Sova.news წერს, რომ თბი­ლის­ში ფლო­რი­ა­ნი 2017 წლის აპ­რილ­ში ჩა­მო­ვი­და, საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით, თუმ­ცა გამ­გზავ­რე­ბა რამ­დე­ნი­მე დღით გა­და­დო და მო­ა­ხერ­ხა, სვა­ნე­თი მო­ე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა, რო­მელ­მაც მშობ­ლი­უ­რი, მა­ღალმთი­ა­ნი ტი­რო­ლი გა­ახ­სე­ნა - იქაც, სვა­ნე­თის მსგავ­სად, დი­ა­ლექ­ტზე სა­უბ­რო­ბენ და სხვა ავ­სტრი­ე­ლებს ტი­რო­ლე­ლე­ბის ენის გა­გე­ბა უჭირთ.

ავ­სტრი­ა­ში ფლო­რი­ა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი დაბ­რუნ­და და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ძი­ნე­ბაც კი უჭირ­და, თით­ქოს, რა­ღაც არ აძ­ლევ­და მოს­ვე­ნე­ბას.

მას შემ­დეგ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დენ­ჯერ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ ქვე­ყა­ნა უკეთ გა­ეც­ნო. ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის არ ჯე­რო­და, ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა, თა­ვად ენა­ხა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი
იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი.

"მინ­დო­და გა­მერ­კვია, ნამ­დვი­ლად არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ლი­ბე­რა­ლუ­ლი, კო­რუფ­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი და ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლე აღ­მოჩ­ნდა," - ამ­ბობს Sova-სთან ფლო­რი­ა­ნი.

2018 წელს მან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია და­ა­არ­სა და ახლა უკვე მზად არის, ქვე­ყა­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვი­დეს სა­ცხოვ­რებ­ლად.

ვან დერ ბე­ლე­ნი მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­დან ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის გაზ­რდის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ მსოფ­ლი­ო­ში ჯერ კი­დევ ბევ­რმა არ იცის.

"ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა," - მი­იჩ­ნევს ის... გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები