"ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა" - ვინ არის ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის - კვირის პალიტრა

"ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ჯერ კი­დევ ეგ­ზო­ტი­კაა" - ვინ არის ავსტრიის პრეზიდენტის შვილი, რომელიც საქართველოში საცხოვრებლად გადმოდის

საქართველოს შესახებ ავსტრიის პრეზიდენტის, ალექსანდერ ვან დერ ბელენის შვილმა, ფლორიანმა სამხრეთ კორეაში, საქართველოს დელეგაციისგან შეიტყო. მან გადაწყვიტა, რომ აუცილებლად მოინახულებდა ქვეყანას და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა ზუსტად ერთი წლის შემდეგ შეასრულა.

პორტალი Sova.news წერს, რომ თბილისში ფლორიანი 2017 წლის აპრილში ჩამოვიდა, საქმიანი ვიზიტით, თუმცა გამგზავრება რამდენიმე დღით გადადო და მოახერხა, სვანეთი მოენახულებინა, რომელმაც მშობლიური, მაღალმთიანი ტიროლი გაახსენა - იქაც, სვანეთის მსგავსად, დიალექტზე საუბრობენ და სხვა ავსტრიელებს ტიროლელების ენის გაგება უჭირთ.

ავსტრიაში ფლორიანი შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა და როგორც თავად ამბობს, დაძინებაც კი უჭირდა, თითქოს, რაღაც არ აძლევდა მოსვენებას.

მას შემდეგ ის საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რომ ქვეყანა უკეთ გაეცნო. ამბობს, რომ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ქვეყნის პირველი პირების განცხადებების არ ჯეროდა, ამიტომ გადაწყვიტა, თავად ენახა, რამდენად რეალური იყო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები.

"მინდოდა გამერკვია, ნამდვილად არის თუ არა საქართველო ასეთი ლიბერალული, კორუფციისგან თავისუფალი და ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა," - ამბობს Sova-სთან ფლორიანი.

2018 წელს მან საქართველოში საკუთარი კომპანია დააარსა და ახლა უკვე მზად არის, ქვეყანაში საბოლოოდ ჩამოვიდეს საცხოვრებლად.

ვან დერ ბელენი მიიჩნევს, რომ დასავლეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადის გაზრდის მიუხედავად, საქართველოს შესახებ მსოფლიოში ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის.

"ევროპისთვის საქართველო ჯერ კიდევ ეგზოტიკაა," - მიიჩნევს ის... გაგრძელება