"წითლები მოდიან"?! - კვირის პალიტრა

"წითლები მოდიან"?!

ჰოლანდიის ქალაქ ბრედაში გაიმართა ბუნებრივად წითური ადამიანების მე-5 მსოფლიო ფესტივალი, რომელზეც 4000 წითური შეიკრიბა. 5 წლის წინ აქაურმა

მხატვარმა ბარტ რაუვენჰორსტმა 15 წითური ადამიანის პორტრეტის დახატვა განიზრახა და განცხადება გამოაქვეყნა.

მას 150 მსურველი გამოეხმაურა... საბოლოოდ კი წითური ადამიანების აქაური შეკრება თანდათან იქცა მასშტაბურ მსოფლიო ფესტივალად, სადაც წითურები კონცერტებსა და ლექციებს მართავენ და საკუთარი თმის ფერის "უპირატესობას" ამტკიცებენ...