ორმაგი სალტო - კვირის პალიტრა

ორმაგი სალტო

18 წლის ამერიკელი აარონ ფოტერინჰემი ხერხემლის თანდაყოლილი დაავადების გამო მხოლოდ ინვალიდის ეტლით გადაადგილდება. ახლახან მან თავისი ეტლით

"ორმაგი სალტო უკან"  შეასრულა და ისტორიაშიც შევიდა - იგი პირველი ინვალიდია, ვინც ეს მოახერხა.

სხვათა შორის, 2006 წელს მანვე შეასრულა პირველად "ერთმაგი სალტო უკან". მაშინ აარონი 14 წლისა იყო. ყმაწვილი "წინ სალტოს" და "წინ ორმაგი სალტოს" პირველად შესრულებასაც გეგმავს. აშშ-ში კი იგი ისე პოპულარული გახდა, რომ განთქმულმა "ნიტრო-ცირკმა" ტელეშოუსა და მსოფლიო ტურნეშიც მიიწვია.