"ღორმუცელათუხუცესი" სონია
ამერიკის ქალაქ ბუფალოში ქათმის ფრთების ჭამაში 47 კგ წონისა და 152 სმ სიმაღლის ქალმა - სონია ტომასმა პროფესიონალ "ღორმუცელა" მამაკაცებს აჯობა! სონიამ 12
წუთში 181 ცალი ქათმის ფრთა გადასანსლა (2,2 კგ) და 12 ფრთით აჯობა უახლოეს კონკურენტს, 104 კგ-იან ცნობილ ღორმუცელა ჯო ჩესტნატს.
სონიასვე ეკუთვნის რეკორდები ხამანწკების, მოხარშული კვერცხებისა და მწარე წიწაკის ჭამაშიც. ორგანიზატორთა თქმით, ჩესტნატს მძლავრი ყბები კი აქვს, მაგრამ სონია ხელის სისწრაფით ჯაბნის.