"თელაველები ინაუგურაციისთვის ქვემეხებს ისვრიან, გურჯაანელები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ამონტაჟებენო" - როგორ ხუმრობენ "ფეისბუკში"
"თელაველები ინაუგურაციისთვის ქვემეხებს ისვრიან,  გურჯაანელები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ამონტაჟებენო" - როგორ ხუმრობენ "ფეისბუკში"
"გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00სთ-დან 15:00სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა.
გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია", - ამ შინაარსის განცხადება გამოაქვეყნდა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე, რამაც "ფეისბუკმომხმარებლები" ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

ამავე განცხადების კომენტარებში ვკითხლობთ:

"აკი, მეზარბაზნეები არა ჰყავს მეფე ერეკლესო!?"

"ატომური ბომბი ჯობია, დაისვენებს ხალხი"

"თქვენა და ქვემეხი დასავლეთისკენ ისვრის თუ ჩრდილოეთისკენ?"

"გურჯაანელები რას იძახიან?" - კითხულობს ერთ-ერთი "ფეისბუკმომხმარებელი, რომელსაც
მეორე "ფეისბუკელი" პასუხობს: "ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას ამონტაჟებენო..."






mmm
14 დეკემბერი 2018 12:38
გურჯაანელებს რამოდენიმე ჯაველინიც შეუძენიათ, ემანდ ის ქვემეხები ახლოს არ მოაგორონო.

რუბრიკის სხვა სიახლეები