"რატომ გვაგიჟებ, რა გინდა" - თაკო ნაცვლიშვილის ფოტოსესია, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა - კვირის პალიტრა

"რატომ გვაგიჟებ, რა გინდა" - თაკო ნაცვლიშვილის ფოტოსესია, რომელმაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა

ბოლო დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილმა "ინსტაგრამში" საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. თაკომ კომპანია Pain de Sucre - სთვის იპოზიორა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, თაკო "ვიქტორია სეკრეტის" ქასთინგში იღებდა მონაწილეობდა, სადაც სამწუხაროდ არ გაუმართლა, მაგრამ ულამაზესი მოდელი მომავალშიც აპირებს მონაწილეობას.

თაკო გამოდიოდა ისეთი მაღალი კლასის მოდის სახლების ჩვენებებზე, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "დოლჩე&გაბანა", "ელი სააბი", "რალფ&რუსო", "დიორი"... თაკო "არმანის" 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა.

"რატომ გვაგიჟებ, რა გინდა... თაკო ულამაზესი ხარ... საოცრება ხარ" - წერენ მისი გულშემატკივრები მის ოფიციალური "ინსტაგრამის" გვერდზე.

გთავაზობთ ფოტოებს თაკოს ოფიციალური "ინსტაგრამიდან".

იხილეთ ასევე: "არმანისთან მართლა ახლოს ვარ" - ქართველი გოგონას თავბრუსდამხვევი წარმატება