ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრის მეორე მეუღლე - კვირის პალიტრა

ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ექს-მინისტრის მეორე მეუღლე

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი (2008-2010) და თსუ-ს ყოფილი რექტორი (2010-2013) ალექსანდრე კვიტაშვილი დაქორწინდა. სანდრო კვიტაშვილის მეორე მეუღლე უკრაინელი ანასტასია ოსტროვსკაა.

კვიტაშვილი ფოტოებს "ფეისბუკის" პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ მათ 6 თვის წინ იქორწინეს. ფოტოების კომენტარებში მილოცვის ტექსტს არაერთი ცნობილი ქართველი წერს. სანდრო და ანასტასია ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობენ.

წყვილმა ერთმანეთი, სავარაუდოდ, უკრაინაში გაიცნო, როდესაც სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. ის ამჟამად ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელია, რომელიც კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობს. გაგრძელება