ვისთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე? - კვირის პალიტრა

ვისთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე?

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, საზეიმო ინაუგურაციაზე უკვე დადო ფიცი, რითაც შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.

ის ინაუგურაციაზე შვილებთან თეიმურაზ და ქეთევან გორჯისტანებთან ერთდ მივიდა. მათთან ერთად იყო ასევე რევაზ მაყაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გარდაცვლი მეუღლის პუბლიცისტის და ჟურნალისტის ჯანრი კაშიას შვილიშვილია. რევაზი პუბლიცისტის ქალიშვილის, ნანა კაშიას ერთადერთი ვაჟია.

პრეზიდენტი ქალბატონი საქართველოს დროში ფერებში გადაწყვეტილ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელიც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შეკერა.

ქეთევანი ულამაზეს მწვანე სამოსით უმშვენებდა დედას გვერდს, თეიმურაზი და რევაზი კი ქართულ ჩოხაში იყვნენ გამოწყობილები.

როგორც ამბობენ, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ სალომეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო ის, რომ ელჩები ოფიციალურ ცერემონიებზე ჩოხით გამოცხადებულიყვნენ.

იხილეთ ასევე: როგორ გამოიყურება სალომე ზურაბიშვილი და ვინ შეკერა მისი სამოსი?