16-12-2018
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თელავში, საზეიმო ინაუგურაციაზე უკვე დადო ფიცი, რითაც შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას.
ის ინაუგურაციაზე შვილებთან თეიმურაზ და ქეთევან გორჯისტანებთან ერთდ მივიდა. მათთან ერთად იყო ასევე რევაზ მაყაშვილი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის გარდაცვლი მეუღლის პუბლიცისტის და ჟურნალისტის ჯანრი კაშიას შვილიშვილია. რევაზი პუბლიცისტის ქალიშვილის, ნანა კაშიას ერთადერთი ვაჟია.
პრეზიდენტი ქალბატონი საქართველოს დროში ფერებში გადაწყვეტილ სამოსში იყო გამოწყობილი, რომელიც დიზაინერმა ჯაბა დიასამიძემ შეკერა.
ქეთევანი ულამაზეს მწვანე სამოსით უმშვენებ
როგორც ამბობენ, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ სალომეს ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო ის, რომ ელჩები ოფიციალურ ცერემონიებზე ჩოხით გამოცხადებულიყვნენ.