ელეგანტური მაკა ჩიჩუა, ქეთი დოლიძე და ინაუგურაციის სხვა სტუმრები - საინტერესო კადრები ბატონის სასახლიდან - კვირის პალიტრა

ელეგანტური მაკა ჩიჩუა, ქეთი დოლიძე და ინაუგურაციის სხვა სტუმრები - საინტერესო კადრები ბატონის სასახლიდან

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.

პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში“ ჩატარდა. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. სალომე ზურაბიშვილი და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

პრეზიდენტების ისტორიული შეხვედრა

მამუკა ბახტაძე და ირაკლი კობახიძე

პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინაუგურაციაზე ერთად იდგნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები.

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩამოსული სტუმრები.

საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი

გიორგი მარგველაშვილი, მაკა ჩიჩუა, საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. მარიკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, სოფო ხალვაში, ქეთი დოლიძე და სხვები.

ქეთი დოლიძე

აღსანიშნავია ისიც, რომ ინაუგურაციას არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.

მარიკა თხელიძე და სოფო ხალვაში

გიორგი მარგველაშვილი, მაკა ჩიჩუა

კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

იხილეთ ასევე: ვისთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე?