როგორ გამოიყურებოდნენ კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ინაუგურაციაზე
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.
პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში“ ჩატარდა.
პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, დედაქალაქის მერი კახი კალაძე მეუღლესთან და მთავრობის სხვა წარმომამადგენლებთან ერთად.