ვინ არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინის "დედა" და "ბარბი", რომელიც 302 500$ ღირს - კვირის პალიტრა

ვინ არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თოჯინის "დედა" და "ბარბი", რომელიც 302 500$ ღირს

ამერიკაში მოსკოვიცების ოჯახი პოლონეთიდან იყო იმიგრირებული. დენვერში, კოლორადოს შტატში დაბადებულმა მეათე შვილმა რუთმა ლოს-ანჯელესში მდივნად დაიწყო მუშაობა "პარამაუნტ პიკჩერზში", სადაც ინჟინერი ელიოტ ჰენდლერი გაიცნო. ისინი მალე დაქორწინდნენ, ორი შვილი შეეძინათ - ბარბარა და კენეტი. ელიოტმა ბიზნესი წამოიწყო - ხის ავეჯს ამზადებდა და საკუთარი გარაჟიდან ყიდდა.

ჰენდლერების ოჯახი

საქმე კარგად წავიდა, ელიოტმა პარტნიორები გაიჩინა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე მათთან უთანხმოება მოუვიდა და კომპანიის წილი გაყიდა. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, სწორედ ამ დროს შეხვდა თავის ძველ მეგობარ ჰაროლდ მატსონს, მეტსახელად "მატს", რომელიც ჰენდლერების პარტნიორი გახდა კომპანია Mattel-ის (Matt+Elliot) დაფუძნებისას, თუმცა ავადმყოფობის გამო მოგვიანებით იძულებული გახდა, საქმე მიეტოვებინა.

"მატელმა" საქმიანობა სურათის ჩარჩოების დამზადებით დაიწყო. საქმეში დაბანდებული $100 ათასიდან დამფუძნებლებმა პირველ წელს $30 ათასის მოგება ნახეს. ბიზნესი საკმაოდ წარმატებულად ვითარდებოდა. მალე კომპანიამ თოჯინებისთვის სახლების კეთება წამოიწყო. ეს დროულად გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა - ომის შემდეგ ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში დგებოდა, ადამიანები უკვე იმეტებდნენ ფულს გართობისთვის, მათ შორის, ბავშვებისთვის სათამაშოების საყიდლად. ბარბი - საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილისთვის.  შეარჩიეთ საჩუქრები თქვენი პატარასთვის pepela.ge-ზე

ამ საქმიანობით ჰენდლერებმა ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინეს. ისინი მიხვდნენ, რომ წარმატება მხოლოდ დიდებულ პროდუქტს მოაქვს. ერთ-ერთ ასეთ ნაწარმად იქცა მუსიკალური ზარდახშა, რომლის ამუშავებაც ბავშვს დამოუკიდებლად შეეძლო პატარა დასაქოქი მექანიზმის დატრიალებით…

1959 წლისთვის ფირმის გაყიდვამ $14 მილიონს მიაღწია. ამას კი მოჰყვა ნამდვილი რევოლუცია სათამაშოების ბაზარზე - კომპანიამ თოჯინა ბარბი გამოუშვა.

"ბარბის" დედა და თოჯინის დაბადების დღე

რუთ ჰენდლერი

იდეა რუთს მოუვიდა, როცა დაინახა, რა გატაცებით თამაშობდა მისი გოგონა ბარბარა ქაღალდის თოჯინებით, რომლებიც მისთვის სრულწლოვან ადამიანებს განასახიერებდნენ. რუთი მიხვდა, რომ ბავშვები დიდი ინტერესით ითამაშებდნენ თოჯინასთან, რომელიც ზრდასრულ ქალიშვილს ემგვანებოდა. თანაც ამ გზით გოგონები ერთგვარად მიეჩვეოდნენ "დიდურ ცხოვრებასაც", რომელიც სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ელოდათ. ასე შეიქმნა "ბარბი", რომელსაც რუთმა სწორედ ქალიშვილის სახელი უწოდა.

კომპანია თავისი გმირის გარშემო მთელი სამყაროს შექმნას შეუდგა. 1961 წელს ქვეყანას მოევლინა ბარბის მეგობარი ბიჭი, სახელად კენი, რუთის ვაჟის კენეტის საპატივსაცემოდ. სათამაშოები pepela.ge-ზე

მას მოჰყვა ბარბის სახლები, მანქანები და უამრავი სხვა რამ, რაც ბავშვებს კიდევ უფრო უხანგრძლივებდა საყვარელ თოჯინასთან გართობას.

5 ყველაზე ძვირი თოჯინა "ბარბი" მსოფლიოში

5. მარია-ანტუანეტა - 1250$

მე-5 ადგილზეა თოჯინა, რომელიც სპეციალურად დამზადდა 2003 წელს და მიეძღვნა ცნობილ ფრანგ ისტორიულ ფიგურას. ის გამოწყობილია ულამაზეს კაბაში, რომელიც შთაგონებულია იმ ეპოქით, რომელშიც მარია-ანტუანეტა ცხოვრობდა. თოჯინის ერთ-ერთი ეგზემპლარი აუქციონზე 1250 დოლარად გაიყიდა.

4. "ბარბი - ლორეინ შვარცი" –7,500$

ეს თოჯინაც სპეციალურად დამზადდა 8 წლის წინ, ანუ 2010 წელს. მისი უნიკალური დიზაინი შექმნა დიზაინერმა ლორეინ შვარცმა იმ სამკაულების ჩათვლით, რომელსაც "ბარბი" ატარებს. თოჯინის სხეულზე დატანილია ნამცეცა ბრილიანტი ასო «В»-ს გამოსახულებით. ეს ნამდვილი ბრილიანტია. ეს მომხიბლავი ჟღალი თოჯინა აუქციონზე გაიყიდა 7,500 დოლარად.

3. ორიგინალი ბარბი - 27 450$

თუ გაქვთ 1959 წელს გამოშვებული ორიგინალი "ბარბი" ე.ი. გაქვთ რაღაც განსაკუთრებული. ეს არის ერთ-ერთი იშვიათი თოჯინა.

2. "De Beers ბარბი" - 85 000$

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ "ბარბებს" შორის მეორე ადგილზეა ულტრაიშვიათი გამოშვება, რომელიც შეიქმნა სათამაშოების კომპანია Mattel-ისა და ცნობილი სიუველირო კომანია De Beers-ის თანამშრომლობით.

თოჯინა შეიქმნა მისი "დაბადების" 40 წლის თავზე - 1999 წელს. თოჯინა შემოსილია უძვირფასესი ქსოვილით შეკერილი სამოსით, რომელთაგან ქამარი წარმოადგენს განსაკუთრებით ურთულეს ნამუშევარს და შემკულია 160 ბრილიანტით.

1. "სტეფანი ბარბი" - 302 500$

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თოჯინაა "სტეფანი", რომელიც შეფასებულია 302 500 დოლარად. ის 2010 წელს დაამზადეს. 2 რამაა, რაც მას ასეთ დაუჯერებელ ფასს სძენს, პირველი, მისი სამკაულები დამუშავებულია ცნობილი იუველირის სტეფანო კანტურის მიერ, სწორედ მან დაარქვა თოჯინას "სტეფანი". ეს სამკაულები უბრალო ბიჟუტერია არ გეგონოთ, უძვირფასესია, მათ შორისაა ვარდისფერი ბრილიანტი და იშვიათი მარგალიტი. მეორე, რაც მას ასე ღირებულს ქმნის არის ის, რომ თოჯინა დამზადდა სპეციალურად საქველმოქმედო მიზნით - ძუძუს კიბოს კვლევის სპეციალური ფონდისთვის თანხის შესაგროვებლად. აღსანიშნავია, რომ თავად რუთი წლების განმავლობაში ებრძოდა ძუძუს კიბოს.

შეიძინეთ სათამაშოები თქვენი პატარებისთვის pepela.ge-ზე

ანა გიორგაძე