როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე?
17-12-2018
როგორ გამოიყურებოდა სალომე ზურაბიშვილი წინანდალში გამართულ დახურულ მიღებაზე?
16 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს რი­გით მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა. ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქალი პრე­ზი­დენ­ტი, რო­მელ­მაც ფიცი ერეკ­ლე მე­ფის სა­სახ­ლე­ში დადო.

ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ფე­რებ­ში წარ­სდგა. მის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლმა დი­ზა­ი­ნე­რმა ჯაბა დი­ა­სა­მი­ძემ იზ­რუ­ნა.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა თე­ლა­ვის თე­ატ­რში, სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლეს, ამის შემ­დეგ კი წი­ნან­დალ­ში, სა­დაც ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი გა­ი­მარ­თა.

რა ხდე­ბო­
და ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა­ზე - დე­ტა­ლე­ბს Ambebi.ge-ს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის წევ­რმა თაკო ჩხე­ი­ძემ მო­უყვნენ:

თაკო ჩხე­ი­ძე:

- სა­ლო­მეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და ვუ­ლო­ცავ პრე­ზი­დენ­ტად არ­ჩე­ვას. რაც შე­ე­ხე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ას, რო­გო­რიც თა­ვად არის, ისე­თი­ვე ინა­უ­გუ­რა­ცია ჰქონ­და, ლა­მა­ზი და დახ­ვე­წი­ლი. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა თამ­რი­კო და ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლებს, ასე­თი ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბის­თვის. სა­ლო­მე ბრწყი­ნავ­და,
ყვე­ლა­ფე­რი მა­ღალ დო­ნე­ზე იყო, ვი­დე­ქი ჩემ­თვის და ვფიქ­რობ­დი, რო­გო­რი სიმ­ბო­ლუ­რი იყო მისი წი­ნაპ­რე­ბის­თვის, რომ მათი შთა­მო­მა­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ცი­ვი­ლუ­რი იყო ასე­ვე, ბა­ტო­ნი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და მისი ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა. ბა­ტონ­მა გი­ორ­გიმ გა­და­ა­ბა­რა მას პრე­ზი­დენ­ტო­ბა, მი­უ­ლო­ცა და ამით მე­ნიშ­ნა, რომ ქვე­ყა­ნა სწორ გზას და­ად­გა.

- რა დე­ტა­ლებ­ში ჩა­ე­რია ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ინა­უ­გუ­რა­ცი­ის მზა­დე­ბი­სას?

- მე რო­გორც ვიცი, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს სურ­ვი­ლი იყო სი­სა­და­ვე, ად­გი­ლიც თა­ვად შე­არ­ჩია. აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი ყვე­ლა დე­ტალ­ში, სი­ტყვაც თა­ვად და­წე­რა. გარ­და იმი­სა რაც თქვა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ კულ­ტუ­რა­ზე ხაზ­გას­მით ისა­უბ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არც ნავ­თო­ბი გავ­ქვს, არც გაზი, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც გაგ­ვაჩ­ნია, ეს არის კულ­ტუ­რა. თუ ხელი შე­ე­წყო­ბა ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ქვე­ყა­ნას დიდ წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს. ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ, სტუმ­რებ­მა წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც და­ხუ­რუ­ლი ვახ­შა­მი შედ­გა მოწ­ვე­უ­ლი, ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის. ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი სა­ღა­მო იყო, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და პატ­რი­არ­ქი, მან სა­ლო­მე და­ლო­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩაც­მუ­ლო­ბას, ელე­გან­ტუ­რად და დახ­ვე­წი­ლად გა­მო­იყ­რუ­ე­ბო­და, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მწვა­ნე კაბა ეცვა. გაგრძელება

...
20 დეკემბერი 2018 09:07
რატომ წეტენ რომ აირჩიეს და გახდა პრეძიდენტი არც ბოღმა ვარ და არც ბრმა და ყრუ მოერია ივანიშვილი საქართველოს თავის ჩამოყალიბებულ კლანთან ერთად უნდოდა აწყობდა ამის პრეზიდენტად დასმა და დასვა ესაა სიმართლე
ქეთევან ბოჭორიშვილი
18 დეკემბერი 2018 11:34
ნამდვილად დახვეწილი და ვემოვნებიანი პრეზიდენტი გვყავს. ვინც არ აღიარებს უბრალოდ ბოღმაა
ქეთევანი
18 დეკემბერი 2018 11:32
ნამდვილად დახვეწილი და ვემოვნებიანი პრეზიდენტი გვყავს. ვინც არ აღიარებს უბრალოდ ბოღმაა

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები